sorayaთუ სწორად განსაზღვრე ცომის სისქე და ცხობის ტემპერატურა, შანსი არაა ეკლერი არ გამოვიდეს

ცომის სისქეს კიდე კვერცხების ზუსტი რაოდება განაპირობებს
აი თითქოს ხო მარტივი რამეა, მაგრამ პატარა დეტალმა შეიძლება გააფუჭოს:/
დაგიწერ ჩემს პროპორციებს..მაგრამ მეშინია

ყველა ფქვილიც კი ერთნაირი არ არის და რომ არ მოგეწონოს განვიცდი მერე

ე.ი. რა ხდება...მე აუცილებლად ვწონი სასწორზე...უფრო დაზღვეული ვარ...
180გ. წყალი
2გ.მარილი
100გ. კარაქი
200გ. ფქვილი
300გ. კვერცხი...
ახლა კვერცხზე...ეს რაოდენობა უნდა იყოს ნაჭუჭის გარეშე და ათქვეფილი..ამატებ ნაწილ-ნაწილ. მიქსერითაც შეგიძლია გათქვიფო.
ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, ნაზი, ადვილად რომ დასვა საცხობზე..მაგრამ ამავე დროს თხელიც არ უნდა იყოს..მოკლედ, თუ ოდნავ გამოცდილი ხარ, გეცოდინება

და ცხობის რეჟიმი...დგამ 220° ღუმლის შუაში 15წთ, მერე 160° ზე კიდევ 15 წთ. კარი არ გამოაღო, სანამ არ გამოცხვება.
სულ ესაა..უბრალოდ ყველა ღუმელიც სხვადასხვანაირია და კიგეცოდინება შენის თავისებურებები რომ გაითვალისწინო

თუ არ გამოგივიდა, არ დაწერო რაა, თორემ ძაან დამწყდება გული

მახსოვს ფერმინას პირველ ცდაზე არ მოეწონა ღვეზელი და ისე ვინერვიულე:დ