ბებიაჩემი სპილენძით შეჭედილ ხის დიდ ხონჩაზე დააწყობდა ხოლმე თეთრ ჩურჩხელებს (თავის გავლებულს), კარალიოკის დაშაქრულ ჩირს (ეზოში გვედგა, ახლაც დგას), გოზინაყს, ღუმელში შემწვარ ჩვენი ეზოს გოგრას <3 შაქარყინულს (მოქმედების ადგილი მცხეთა, სვეტიცხოვლის სიხლოვეს), მოდიოდა ტყის კაცი (ბიძაჩემი) მხარზე გადებული ულამაზესი ნაძვისხით (ბუნების მესაიდუმლეს, პაპამისის- დიდი მიხეილ მამულაშვილის ნებართვით, რა თქმაუნდა ) დეიდაჩემი -თოვლის პაპა, ბამბის წვერებს იკეთებდა და ხურჯინში აწყობდა იმ თაობის ყველა გოგოს საოცნებო სათამაშოებს და ტკბილეულს. კოლოფის საღეჭ რეზინებსაც კი (ხშირად იმყოფებოდა საზღვარგარეთ). იმ დროს ეს იშვიათობა იყო : ))
ივსებოდა ე.წ. დიდი სასტუმრო ოთახი ნაძვის სუნით, შუშის ულამაზესი მოსართავების წკრიალით. მეორე ბიძა ნაძვის მორთვაში გვეხმარებოდა. პაპა-ბაბო დაბლა სართულზე ფუსფუსებდნენ. დილით 'სტუმრებს" ელოდნენ თბილისიდან -ჩემს დედ-მამას. შეშის ღუმელი გუზგუზებდა. გარეთ ბარდნიდა. ტელევიზორში ჩვენი საყვარელი მსახიობები მღეროდნენ და ხუმრობდნენ.. მერე უცბად, ყველა აფორიაქდებოდა, ჩქარა, ახალი წელი მოდისო, ბებიაჩემის ხელით მომაქმანებულ სუფრასთან მიგვიყვანდნენ. ყველანი რატომღაც ფეხზე ვიდექით.ლალისფერი ღვინო ბროლიდან ბროლში იღვრებოდა, ატყდებოდა გარეთ ბათქა-ბუთქი, ტელევიზორში და რადიოშიც მრავალჟამიერი ისმოდა, გვილოცავდნენ, გადაკოცნიდნენ ერთმანეთს და თოვლისპაპაც შემოაღებდა კარს. აბა იქ ატყდებოდა

)
მერე კი მოვიდოდა მეკვლე, ბავშვებს შემოგვაყრიდა კანფეტებს, ყველას გადაკოცნიდა, არ დაჯდებოდა, გასაქცევი ვარო,. რაღაცეებს ამბობდა მაგრამ მის მოსასმენად აღარ გვეცალა, კანფეტებს ვკრეფდით.
მერე ქათქათა ლოგინი და ბებიაჩემის ლოცვა, რომელიც ნაძვის წიწვის სურნელში და ღუმელის ღუღუნში ზავდებოდა და მიმარწევდა ულამაზესი ხატოვანი სამყაროსაკენ.
მეორე დილით კი იწყებოდა სიამოვნების და სიხარულის ორკვირეული.
მინდა ჩემებს ვაჩუქო ბავშვობის განუმეორებელი მოგონება. ვინ თქვა რომ წარსულის შეცვლა არ შეიძლება? მე დღეს ვცვლი მათ წარსულს. რაც უნდა ვაჩუქო უკვე წარსულია. მე მათი მომავლიდან ვხედავ ამ აწმყოს, რომელიც პრინციპში, უკვე წარსულია. მე დღეს შემიძლია შევცვალო მათი წარსული - გავხადო ის მშვენიერი და სიხარულით სავსე. აი ესაა მთავარი.
მაგრამ ჯერ საშობაო ბატკანი და ბაჭიები უნდა გამოვაცხო

ბავშვებს ჭრდებათ სასიხარულო რიტუალები. ეს უდიდესი და უწმინდესი თამაშია
This post has been edited by annavita on 20 Dec 2017, 13:09