#52334611 · 12 Mar 2018, 01:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
elchi
QUOTE | ვცხოვრობ ისეთ ადგილზე, სადაც წყნარი ოკეანიდან შემოდის 5 სახეობის ორაგული და მდინარეებში არის კალმახის 10 სახეობა. |
ვაახ- ისე როგორ მოვკვდე, მანდ ვერ მოვხვდე! <<Innamorata>>
QUOTE | კი ნია, ცალობითაც ჰყიდიან.. |
ვახ - ეს არც მე ვიცოდი. ეს გზის პირას რომ წაგრძელებული შენობაა, იმაზეა ხომ ლაპარაკი? თბილისიდან რომ მიდიხარ - მარჯვნივ, არა?
QUOTE | მოკლედ ლევან, რასაც თვალო დაგავავლე, კეთდება მაიონეზით ან არაჟნით..
რაოდენ შენ არ გიყვარს მაიონეზი.. გააკეთე არაჟანს+ ნიორი+მარილი +ერთი ჩაისკოვზი ზეითუნის ზეთი და ან კამა ან ქონდარი..
მეორე ვარიანტია მაიონეზს +კეტჩუპი..და სანელებლები. |
ეს მეც გამომადგება. ისე, მეც ეგ კომბინაცია ვიცოდი: მაიონეზი+არაჟანი. თუმცა ვფიქრობ, ცოტა ლიმონის წვენიც ძალიან მოუხდება ნებისმიერ ვარიაციას. გრატა
QUOTE | დღეს პროდუქტები მოვამარაგებინე ჩემებს და იმედია მაცივარში არ დავაობებ |
იმედია, თორემ ვერ გადაურჩები შენებს. taknatunaQUOTE | დღეს გავაკეთე ქათმის ჩაქაფული. ალუჩა მქონდა შენახული. |
უჰ - ჩაქაფული! პ.ს. ნუ იკარგები, ჩემსავით პირველი თაობის იუზერო. QUOTE | მეუღლეს არ ეჭმევა არაჟანი და მაიონეზი, |
ქოლესტერინი? რა ვიცი - ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. წესით, მეც არ მეჭმევა, მაგრამ ცოტ-ცოტას მაინც მივირთმევ. ჯვარი მეწეროს და ქოლესტერინიც მუდმივად ნორმაშია და არც სხვა მხრივ მოქმედებს ცუდად. თუმცა მაინც შეზღუდულად ვიღებ და არა ადრინდელივით ინტენსიურად.
QUOTE | არადა სალათებს ხშირად ვაკეთებდი განსაკუთრებით ხორცის მოყვარულები ვართ და ქათმის სალათა გვიყვარს |
სალათებს ძმარი უქენი, მაიონეზი არ დაგჭირდება. ქათმის სალატა ბრინჯით რომ გააკეთო? სიმინდიც წავა. მართალია, მაიონეზიანს ვერც ერთი ვერ შეცვლის, მაგრამ რაღაც სხვა გემოს ხომ მისცემს და ცოტას გააგემრიელებს. shilaida
ახლა სვანებმა არ დამცხოთ - ვიცი, რომ ბევრი კარგი რამე გაქვთ, მაგრამ ეს ყველაზე უკეთესია, ასეთი არაფერი გამოგიგონიათ. საახალწლოდ კუჭმაჭს რომ ვაკეთებდი, ქინძის წაჭრამდე ვუყავი ეგ და ისეტ მაგარ გემოზე დააყენა, ქინძი არც დავაჭერი მერე. ახლა ქათამი ჩავშუშე და მარილის ჩაყრისას გამახსენდა ეგ. დავუშვი და ისეთ ფანტასტიურ გემოზე წაიყვანა, ვიფიქრე, ამას მწვანილები აღარც უნდა მეთქი. თუმცა მაინც შემეშინდა და ჩავაჭერი ქინძი-"პეტრუშკა" (ამის ქართულ სახელს ვერ ვიმახსოვრებ  ) - აშკარად გააფუჭა გემო. აწი აღარ ვუზამ მწვანილებს. თან ჩემი გაკეთებული სვანური მარილია - არავითარი ბეჩოს ქინძი (ის ოხერი ლამა ამას გაიძახის სულ - დედულეთი ჰყავს ბეჩოში, კვიციანები  ) და გრიცული იმას არა აქვს, მაგრამ მაინც უმაგრესი გამოდის. პ.ს. რთულისგან როგორც გამიგონია, ძველ რეცეპტებში (მგონი, ის ბარბარეს წიგნს ახსენებდა) ქინძი საერთოდ არაა ნახსენები ანუ არ იყენებდნენ ადრე ჩვენებიო. QUOTE | ,ან მეგრული მშრალი აჯიკა |
აი, ამას უყავით ძმარი+ქონდარი და მიიღებთ მეგრულ აჯიკას. მეგრელებმაც არ წამცხოთ და იმას უფრო სხვა გემო აქვს. thug - მშვენიერი ჩანს ნეკნები.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|