Levan_Lion ბისკვიტი - სამი კვერცხის გულს ავთქვიფავთ შაქართან ერთად , როცა გათეთრედება ვამატებთ 4 კოვზ სმეტენას და 5 კოვზ ფქვილს +ცოტა სოდა + ცოტა ზეთი+ფორთოხლის ცედრა . ცალკე ავთქვიფავთ კვერცხის ცილას და ნელ-ნელა შევურევთ. ( დიამეტრი-26 სმ -საცხობი ფორმა )
როცა გაცივდება შუაზე გავჭრით . 2 ცალ ჟელატინს გავხსნით თანაბარ თბილ წყალში . ცალკე გავადნობთ 100 გრამ თეთრ შოკოლადს .
სმეტანას( 25% ცხიმიანობა) ავთქვიფავ შაქრის პუდრასთან ერთად ,ვამატებ თეთრ შოკოლადს და ქოქოსის ფანტელებს ბოლოს ჟელატინს .
( ფორმებია სპეციალური იხსნება). აქ ბისკვიტის პირველი ფენა -მერე თეთრი მასა . ზევიდან ბისკვიტს დავადებთ და შევდებთ მაცივარში.
მეორე შოკოლადის ფენა - ნაღებს ავთქვიფავთ +შევურევთ შაქრის პუდრას +1 კოვზ სმეტენას +კაკაოს . კარგად ავთქვიფავთ და ვასხამთ გამაზდებულ ჟელატინს. მეორე კრემის ფენა არის ეს . ზემოდან ვაყრით კაკაოს და მოვათავსებთ მაცივარში . 2 საათში დაჭრით ან უფრო ადრე , როგორც გინდათ

))