Mrs.aravinროგორ ხარ?
ადრე დამიწერა ელჩმა, აქ სადღაც, თუ ვიპოვე ან იქნებ შემოვიდეს თვითონ...
* * *
keenუი, მაგათ მწვანილი აქვთ დაფასოებული კარგი და ეგეც კარგი იქნება ალბათ...
* * *
Mrs.aravinელჩის ერთი რეცეპტი:
შეწვით კიდევ, ერთი ღამით მოგიწევს დამარინადებულის მაცივარში შენახვა.
შეზილე სვანური მარილით და პილპილით.
მეორე დღეს გაახურე ღუმელი 200 გრადუს ცელსიუსზე.
არ დაჭრა, მთლიანი გაშალე "ჟარონაზე"./ოდნავ ზეთი მოასხი "ჟარონაზე," რომ არ მიიკროს./
შიგნიდან და გარედან წაუსვი აჯიკა.
მზად გქონდეს არაჟანი ან მაიონეზი, რომელშიც დანაყილი ნიორი იქნება გარეული.
სქლად არ წაუსვა.
ტავიდან BAKE-ზე დააყენე, თუ შინაურია 15 წუთში მოგიწევს BROIL-ზე გადაყვანა.
გადართავ თუ არა, შემოულაგე გარშემო ქამა სოკო.
სადღაც 5-7 წუთში მზად იქნება.
პ.ს. თავიდან ღუმელის ქვედა თაროზე გქონდეს, როცა ბროილზე გადაიყვან, ზედა თაროზე დადე "ჟარონა".
და ელჩის მეორე:
ჩემი მეგობრის "რეცეპტია", /გაქანებული იმერელია ეგ,/მე დანაყილ ნიორსაც ვუშვები.
კურდღელს ამოვსვრით წინასწარ კარგად არეულ არაჟანში+აჯიკა+სვანური მარილი+ სანელებელი ოდნავ+შავი წიწაკა. კურდღელი მთლიანად უნდა დავფაროთ ამ მასით შიგნიდან და გარედან. მერე ჰაერღუმელი და მისი ჯანი.
კურდღელი დიდი უნდა იყოს.
თუ ძალიან მსუქანი კურდღელია, მას ცხიმს ვაცლით მუცლიდან.
პირში დნება ისეთი გამოდის.//
* * *
მგონი ერთიდაიგივეა,
ავსებს ეტთმანეთს