გილოცავთ საუკეთესო თემის XXXVII ნაწილს
ლუდის ცალკეული სახეობები და კლასიფიკაცია : Ale (ელი) ზედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ამ ტიპის ლუდების დადუღება ხდება 15-25 °C ტემპერატურებზე, საზოგადოდ, ელის ტიპის ლუდებში ალკოჰოლური შემცველობა უფრო მაღალია ვიდრე ლაგერის ტიპის ლუდებში, ისინი უფრო მუქი ფერისანი არიან, გარდა ამისა ისინი შეიძლება შეიცავდნენ სხვადასხვა ხილის (ვაშლი, ატმის, ანანასისმ ბანანის, ქლიავის და ა.შ) არომატებს და ამის გამო დაჰკრავთ ხილის გემო.
Abbey Ale ძლიერი ბელგიური ლუდი , რომელიც მზადდება ბელგიის მონასტრებში და მას მარხვის დროს უწოდებდნენ თხევად პურს .
Trappist Beer - ტრაპისტების ლუდი , რომელიც მზადდება მონასტრებში , ბერები იყენებენ განსაკუთრებულ საფუარს , ლუდის წარმოება მკაცრად კონტროლდება .
Brasserie de Rochefort - Belgium - 159 -
Brouwerij der Trappisten van Westmalle - Belgium - 1836
Brouwerij Westvleteren/St Sixtus - Belgium - 1838
Bières de Chimay - Belgium - 1863
Brasserie d'Orval - Belgium - 1931
Brouwerij der Sint-Benedictusabdij de Achelse Kluis (Achel) - Belgium - 1998
Brouwerij de Koningshoeven (La Trappe) - Netherlands - 1884
Stift Engelszell - Austria- 2012
St. Joseph’s Abbey- United States - 2013
Brouwerij Abdij Maria Toevlucht- Netherlands - 2014
Saison ლუდი არის ქარვისფერი ან სპილენძისფერი , ზდა დუღილის წესით დამზადებული , მზადდება ბელგიაში ან საფრანგეთში ზაფხულში მაგრამ ისმება მთელი წლის განმავლობაში , ისხმება ლიტრიან ბოთლებში აქვს მომჟავო გემო და მზადდება ველური საფუარით დუღილი მიმდინარეობს ჩამოსხმის მერეც
Lager(ლაგერი) ქვედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ფერმენტაცია იწყება +7 -12 °С ტემპერატურაზე, შემდგომ ის ყოვნდება (ამ დროს ის ღებულობს ნათელ ფერს და ჯერდება ნახშირმჟავათი) 1-3 კვირის განმავლობაში 0 დან +4 °С ტემპერატურაზე. ლაგერის ტიპის ლუდის წარმოება დაიწყო 1840 წლიდან და დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოში (დიდი ბრიტანეთის გარდა) დომინანტურ ლუდის ტიპს. ლაგერი უფრო ნათელი ფერის ლუდია, ელის ტიპის ლუდთან შედარებით ის სასმელად არის უფრო ნაზი, უფრო მეტად მშრალი და ნაკლებად ალკოჰოლური. ლაგერებს (განსაკუთრებით კი pale lager - მკრთალ ლაგერს) განეკუთნება თანამედროვე ლუდების უმრავლესობა.
Lambic (თავისთავად (სპონტანურად) დადუღებადი ბელგიური ლუდი ) - დადუღება ხდება ლაგერის ტიპის ლუდის ტექნოლოგიის მსგავსად, მაგრამ მისგან განხვავებით არა კულტივირებული საფუარების საფუძველზე, არამედ ლუდის წარმოებისას ლუდის ტკბილში არსებული და ასევე ჰაერიდან გადასული მიკროორგანიზმების საფუძველზე.
Frambois - ჟოლოს ლამბიკი
ხორბლის ლუდი (Weizen, Weissbier) - ფერმენტირებული ხორბლის ლუდი, რომელიც 5-5,4% ალკოჰოლს შეიცავს. მას ხილის სასიამოვნო გემო დაკრავს და განსაკუთრებით სამხრეთ გერმანიაშია გავრცელებული. როგორც წესი, ხორბლის ლუდი არაფილტრირებულია. მას თავისი ნაირსახეობებიც აქვს: ხორბლის მუქი ლუდი (Dunkelweizen), ფილტრირებული ხორბლის ლუდი (Kristallweizen).
პორტერი — მუქი ფერის ლუდის სახეობა. პორტერისა და სტუტის ისტორია და განვითარება ერთმანეთშია გადაჭდობილი. სახელი მე–18 საუკუნიდან გამოიყენება და მისი წარმოშობა ლონდონის ცნობილ ქუჩასა და მდინარის მებარგულებს (ინგ. porter) უკავშირდება. მას, ძირითადად, მუქი ალაოსაგან ხარშავენ. სახელი "სტაუტი" მაღალალკოჰოლური პორტერის ზედმეტსახელად ითვლება, მაგალითად როგორიცაა "ექსტრა პორტერი" ან "ორმაგი პორტერი. ტერმინი "სტაუტ პორტერი" მოგვიანებით შემოკლდა და გახდა "სტაუტი".
სტაუტი (ინგლ. stout) მუქი ლუდი, რომელიც მოხალული ალაოს, კარამელის ალაოსა და მოხალული ქერის გამოყენებით მზადდება. თავდაპირველად ირლანდიაში ხარშავდნენ როგორც პორტერის სახეობას. ძალიან პოპულარულია ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში .
მწვანე ლუდი Lá ’le Pádraig или Lá Fhéile Pádraig მწვანე ლუდი მზადდება ირლანდიული ეროვნული დღესასწაუილის წმინდა პატრიკის დღეს , აქვს მსუბუქი ალკოჰოლი და ფერს Iრებს სხვადადასხვა მცენარებიიდან ( სამყურა ) და სხვა ყველა ლუდის მწამოებელს გააჩნია თავის საიდუმლო რეცეპტი , ასევე აძლევენ საკვებ საღებავს .
მზადდება სამყურასგან 2% ალკოჰოლი .
Dry stout შეიცავს უფრო მეტ ალკოჰოლს ვიდრე ჩვეულებრივი სტაუტები
Russian Stout მარალი დუღილის საფუარებით დამზადებული ბრიტანული ძლიერი ლუდი , რომელიც პირველად მოიხარშა 1760 წელს . არ არის პასტერიზირებული ინახება კასრებში 2 თვის განმავლობაში და მერე ისხმება ბოთლებში Imperial Russian Stout ან Imperial Stout. ( ბევრს სახელის გამო მიაჩნია რუსულ ლუდად მაგრამ არაფერი აქვს საერთო )
Bitter ბრიტანული მაღალი დუღილის სფაურით დამზადებული ღია ფერის მოოქროსფერო ელი , რომელიც გამოირჩევა მშრალი მომწარო გემოთი , არის მსუბუქად დაგაზული
Scotch Ale მაღალი დუღილის საფუარით დამზადებული შოტლანდიური ძლიერი ლუდი , რომელიც ძირითადად გამოირჩევა მუქი შეფერილობით
ალტბირი (Altbi r ან Alt ) - ეს სახელწოდება ლათინური სიტყვისგან altus (ზემოთ) მომდინარეობს. მას სვიის გემო აქვს. პილზნერის მსგავსად ის დაახლოებით, 4,8% ალკოჰოლს შეიცავს. ალტბირის სამშობლოდ დიუსელდორფი და რეინის ქვედა დინება ითვლება.
კელში (Kölsch) კელში (Kölsch) - ეს ლუდი მხოლოდ ქ. კელშში იხარშება. მას მწარე გემო და სვიის მსუბუქი არომატი აქვს. შეიცავს 4,5% ალკოჰოლს.
პილზნერი (Pils ან Pilsener) - ლუდი, რომლის დამზადების პროცესშიც საფუარი გამოიყენება. ის შედარებით მწარეა და 4-4,8% ალკოჰოლს შეიცავს. განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ გერმანიასა და ჩეხეთში . ამ სახეობის ლუდი 1842 წლის 5 ოქტომბერს პირველად ბოჰემიაში, ქ. პლიზენში მოხარშეს.
შავი ლუდი (შვარცბირი, Schwarzbier) -ლუდს ეს სახელი თავისი ფერის გამო ჰქვია. თუმცა დღეს უფრო ღია ფერის ამავე ლუდის წარმოებაც შესაძლებელია. შეიცავს 4,8-5% ალკოჰოლს. ძირითადად იწარმოება დასავლეთ გერმანიაში.
ბოკ, ბოკბირი (Bock, Bockbier) - 6-10 %-იანი მაგარი ლუდი. მისი ნაირსახეობებია: დოპელ-ბოკი (Doppelbock), მაი-ბოკი (Maibock), ვაიცენ-ბოკი (Maibock), აის-ბოკი (Maibock). ( ბოკ ლუდები არის ზამთრის ლუდები რადგან გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით და შედარებით მძაფრი გემოთი )
რაუხბირი (Maibock) - მუქი ლუდი სპეციფიური გემოთი
ჭვავის ლუდი (Maibock) მარტის ლუდი (მერცენი, Maibock) მუქი ლუდი (დუნკელი ) მუქი ფერის ბავარიული ლაგერი რომელიც გამოირჩევა არომატითა და გემრიელი სურნელოვანი ქაფით .
Festbeer (Maibock)-ლუდი ფესტბირი (Maibock)-ლუდი, რომელიც იხარშება შემოდგომაზე, ისეთი დღესასწაულებისათვის, როგორიცაა ოტობერფესტი
.......................................................................................................
ეხლა შემოვიხედე მეგობარი მყავს სტუმრად
ბევრი კარგი ადამიანია აქ ზოგს ვიცნობ ზოგს გავიცნობ
არიან ისეთებიც რომელიც გამოგვაკლდა
ლუდები - XXI This post has been edited by Maybach on 9 Mar 2018, 02:34
ის არის ბრძენი ვინც გზას ინათებს, შეცდება, მაგრამ ეძებს სიმართლეს, და ვინც არ არის ამის მსურველი, იცავს
შეცდომას არის სულელი !!!
Hans Theodor Woldsen Storm
LIFE'S TOO SHORT TO DRINK CHEAP BEER !!!
Save Water Drink Beer !!!
"Lovely day for a GUINNESS ''