გუშინწინ ვიყავი 9 მთაში.
4 სხვადასხვა ლუდი დავლიე.
ყველაზე მეტად მომეწონა Steamworks black angel IPA. გემო აქვს საუკეთესო, სიმწარესაც არ ტოვებს. თუმცა არომატი ნაკლებად აქვს გამოხატული.
9 მთის იპას კარგი არომატი აქვს, გემოც კარგია, მომეწონა თუმცა საკმაოდ სიმწარეს ტოვებს, ისევე როგორც მიკელერის გრინ გოლდ იპა.
მეოთხე იყო სტოუნის არროგანტ ბასტარდ ელი, ესეც კარგი იყო ძალიან, ამ ოთხეულში მეორე ადგილი ჩემგან.
რაც შეეხება სამზარეულოს -- ბურგერი ვჭამეთ და ჩემს სტუმარს კი მოეწონა, მაგრამ მე დიდად არ აღვფრთოვანდი. ალბათ იმიტომ რომ ზოგადად არ ვარ ასეთი საჭმელის მოყვარული. დიდი არჩევანი არც აქვთ და უფრო უცხოელებზე ორიენტირებული მენიუ აქვთ. ჩიპსები მოგვიტანეს აბსოლუტურად ნეიტრალური გემოს მქონე, ანუ გემოს არმქონე
რამდენიმე ქილა ვიყიდე, სტოუნის რუინეშიონ დაბლ იპა, გუშინ საღამოს დავლიე და ძალიან ძლიერ მწარე გემოს ტოვებს. ალკოჰოლი კი აქვს 8.5%.