MeBeforeYouმეც ძალიან მომწონს ყველა აქაურის ნახელავი, შენ უკვე თვალის ზომით იცი ზუსტად რას უშვრები და ა.შ.
არ ვიცავ ან ვამართლებ ან გვერდით ვუდგავარ ვინმეს...
ძალიან ვცდილობ ვიყო ობიექტური ყველას მიმართ...
შენს ხაჭაპურს არ ეხება, ძალიან მომწონს ის რასაც დებ, მაგრამ cosmia-ს პოსტს გამოვეხმაურე...
მოსაწყწენს და მოზომილს...
აი, თონეში პური ან ნაზუქი ვუსაც ჩაუკრავს, ოდნავ ზედმეტი რამე ან ნაკლებიც კი აფუჭებს და აგდებს ძირს პურს თუ ნაზუქს...
ასე არ ვწონი ყველაფერს, რა თქმა უნდა...
მაწვნის ცომით ვაკეთებ ხაჭაპურებს და აქ კი ვიცავ ზომა-წონას...
H20ველოდები შენს ბანანა ბრედს:დ <3
ჩავასწორებ, საოცრებაა, რა მაგარიაა, ყოჩაღ გილოცავ:*
cosmiaარ მგონია, ვერ მიმხვდარიყავი, ცომის თემა განვავრცე

თან იმაზე კამათი რაც ორივემ კარგად ვიცით, სისულელეა

, ამასთან ექსპერიმენტები მეც მომწონს და მიცდია, მაგრამ
არის რაღაცეები რაც ჩარჩოში ექცევა.
კულინარია იმდენად საინტერესო, ვრცელი და ამოუწურავი თემაა, ყოველდღიური სიახლით და ძველის, ნაცადი, უკვე გამოცდილი კერძებით....
მაინც გემოვნების ამბავია, ვის რა როგორ უყვარს და ურჩევნია...
მეორე საკითხია არის რაღაცეები ხელს ვერ ახლებ

ექსპერიმენტჩატარებული და სხვა გემოებით ის კერძი აღარაა, გემრიელია და კარგია, მაგრამ ახალია სხვა რაღაც...
არც ერთია ცუდი და არც მეორე კარგი...
არც ისაა მოსაწყენი ვინმე, ზუსტად, მოზომილად და რამის შეცვლის გარეშე თუ ამზადებს. შენთვის მოსაწყენი, მაგრამ მათთვის ჩვეული და საყვარელი კერძი ასეა...
განსხვავებული ხედვები და მიდგომები მისაღებია და დაშვებული, ოღონდ მხოლოდ ასე ვიაროთ წინ და ჩვენგან გასხვავებულო აზრი ვაქილიკოთ და უარვყოთ არაა კარგი...
ხასიათსაც კი სჭირდება ზომიერება, განსჯისთვის, უკეთესად მოდის სწორი გადაწყვეტილება და ჯანსაღი აზრი...
ერთმანრთს უნდა გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ა.შ. კი არ უნდა ვეცეთ, ვეტაკოთ და საწინააღმდეგო ვუმტკიცოთ....
პ.ს. ყველას

გაუგებრად არ ვწერ მგონი, ძალიან მინდა სწორად და იმავე აზრით წაიკითხოთ და გაიგოთ ჩემი პოსტები, როგორც მე ვწერ და არა თვქენი ინტერპრეტაციებით... მხოლოდ დღევანდელს არ ეხება, საერთოდ, ზოგადად...
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება.
გმადლობთ.
This post has been edited by sophka on 9 Sep 2018, 12:12