Levan_Lionsophka» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მილფეის, ფენოვანი ცომი უნდა პირველ რიგში. თუ ვინმე დაიწყებთ მაგის კეთებას ცალკე დავწერ კალკულაციას. ვინც ნაყიდი ცომით გააკეთებთ უბრალოდ თხლად გააბრტყელეთ, დაახლოებით- 2-3 მმ სისქეზე , შემდეგ საცხობ ლანგარზე (პლაკზე) დადეთ პერგამენტი, მოაყარეთ უხვად შაქარი (ფხვნილი) , გადაიტანეთ ცომი, ზემოდანაც მოაყარეთ ისევ შაქრის ფხვნილი, დაადეთ პერგამენტი, ზემოდან მეორე ლანგარი ან რამე სიმძიმე, მოკლედ ფენოვანი ცომი რომ არ აფუვდეს მაგისთვის სჭირდება . შემდეგ 180 გრადუსზე 20 წუთი (ღუმელსაც გააჩნია) უნდა მოხდეს კარამელიზირება, ცოტა მუქ ოქროსფერში უნდა გადადიოდეს . რომ გამოცხვება, გაგრილებული უნდა დაჭრათ დაახლოებით - 7-8 სმ სიგანის და 10სმ სიგრძის ფირფიტებად . ერთი ნაჭერისთვის 3 ფირფიტა დაგჭირდებათ . პირველს რომ დაკრემავთ, ადებთ - მეორეს , მეორეს რომ დაკრემავთ - მესამეს. ზემოდან შეგიძლიათ შაქრის პუდრი მოაყაროთ და გააფორმოთ კენკრით. კრემი სასურველია საკრემავი ტომარით დასვათ, რომ ბალიშებივით გამოვიდეს.
რაც შეეხება კრემს, ფოტოზე კრემ პატისიერია გამოყენებული. '
რძე 500 გრ
შაქარი 150 გრ
კრემ პატისიერის ფხვნილი 60 გრ . ( ძირითადად დეჟეეფ-ში ყიდულობენ ხოლმე, ალტერნატივად შეიძლება სიმინდის სახამებელი იხმაროთ იგივე რაოდენობა )
3 კვერცხის გული
ვანილის ექსტრაქტი 5 გრ (თუ ექსტრაქტი არაა, ჯობია ფხვნილები არ გამოიყენოთ )
შაქარი და კვერცხის გული მსუბუქად გათქვიფეთ, დაამატეთ ეს კრემ-პატისიერის ფხვნილი ან სახამებელი, შემდეგ დაასხით ადუღებული რძე, ვანილის ექსტრაქტი , კარგად მოურიეთ, დააბრუნეთ ქვაბში, დადგათ დაბალ ცეცხლზე და დაიწყეთ ინტენსიურად მორევა, რომ სახამებელი კარგად გაიხსნას, კრემი ქვაბს ძირზე არ მიეკრას და კვერცხი კარგად მოიშუშოს . დაახლოებით 7-10 წუთი უნდა შუშოთ და გამუდმებით ურიოთ, თუ შეატყობთ ძალიან იკრავს ქვაბი, გადმოდგით ცეცხლიდან თან განუწყვეტლივ ურიეთ, მერე ისევ დააბრუნეთ ცოტა ხანი. მოკლედ საკმაოდ შრომატევადი პროცესია. განუწყვეტლივ უნდა ურიოთ ხელის სათქვეფით. შემდეგ გადმოიტანეთ სუფთა თასში , კარგად გათქვიფეთ სიპრიალემდე, მერე თხელ ფენად(1 სმ სისქეზე )გააბრტყელეთ , გადააპლასტიკეთ (გაადაახვიეთ რამეში) და კარგად გააცივეთ. ბოლომდე გაციების შემდეგ ისევ უნდა გათქვიფოთ. გადაიტანეთ საკრემავ ტომარაში და გამოიყენეთ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოცვის მაფინები
3 ცალისთვის (7/5-ზე ყალიბისთვის 7 სმ სიმაღლე , 5 დიამეტრი)
კარაქი ან მარგარინი ვიტამი 50 გრ
შაქარი 75 გრ
კვერცხი 1 ც
რძე 100 გრ
ფქვილი 130
მოცვი 50 გრ ან შოკოლადის მარცვლები 50 გრ
გამაფხვიერებელი 5 გრ
კარაქი და შაქარი კარგად გათქვიფეთ, გათეთრებამდე , მერე დაამატეთ კვერცხი და შემოურიეთ (არ გათქვიფოთ) დაამატეთ ოთახის ტემპერატურის რძე და შემოურიეთ, ბოლოს ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთად და კარგად აურიეთ . ბოლოს ამატებთ მოცვს (ან შოკოლადს ) და ურევთ ხის კოვზით ფრთხილად (მოცვი ძალიან რომ არ დაიჭყლიტოს) . ჩაასხით კარაქწასმულ ყალიბში- 2/3 -ზე . ცხვება 170 გრადუსზე 15-18 წუთი.