Levan_LionADUAგაიხარეთ!
iosebovichdreamer@რამოდენიმე წლის წინ დავდე აქ მომზადების პროცედურა და რა იპოვის ეხლა მაგას?!

დაგიწერთ ეხლა
ეს,რაც დაგვჭირდება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პროპორციები ასეთია 500 გრამ ხორცთან:
სტაფილო 300გრ
ხახვი 200
ბრინჯი 350-400
ორი თავი ნიორი
ერთი ცალი წიწაკა
ყველაზე მთავარი რაც არის, არის ის რომ ქვაბი უნდა იყოს თუჯის. უკეთესია კონუსისებური ფორმის.
ვჭრით ასეთი ფორმით სტაფილოს და ხახვს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქვაბს შემოვდგავთ ცეცხლზე და ვასხავთ ზეთს. ზეთი უნდა იყოს ცოტა ბლომად, როგორც ჩიპს აკეთებენ დაახლოებით მასეთი რაოდენობით.
ზეთი ქვაბში უნდა მივიდეს თითქმის ადუღებამდე, ამიტომ ცეცხლი გვინდა ძლიერი. ცოტა მარილი ჩაყარეთ ზეთში, რომ შხეფეფი ნაკლებად ისროლოს აქეთ-იქით როცა ხორცს და სხვა რამეს ჩავყრით..
პირველ ჯერზე ვყრით ხორცს და ვურევთ (ყველაფერს რასაც ჩავყრით, უნდა იყოს მუდმივ მორევის რეჟიმში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხორცი არ უნდა შევწვათ. უნდა მოვბრაწოთ გარშემო, ასე მუდმივი რევით. როცა ასეთ დნემდე მოიბრაწება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამოვიღოთ ხორცი ცალკე და აჯერად ჩავყაროთ სტაფილო და ვურიოთ იგივე პრინციპით, სანამ არ მივიღებთ ასეთ ფერს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როცა ასეთ ფერს მივიღებთ, მასაც ამოვიღებთ ქვაბიდან და ვყრით იგივე ცხიმში ხახვს და მასაც იგივენაირად ვურევთ, სანამ ფერს არ შეიცვლის ასე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სტაფილოც და ხახვიც, მალე იბრაწება და ხორცივით დიდი ხანი არ სჭირდება.
როცა ხახვიც მზად გვაქვს, შეგიძლიათ ზეთი მოაკლოთ ქვაბს, რომ ზედეტად ცხიმიანი არ გამოვიდეს ფლავი. შეგიძლიათ გააგრძელოთ და მოათავსოთ ქვაბში ყველაფერი ერთად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დავასხათ ადუღებული წყალი. ჩავაგდოთ წიწაკა და ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვადუღებთ მანამდე, სანამ არ შეატყობთ რომ ხორცს ცოტაღა დარჩა მოხარშვამდე.
როცა ამას შეატყობთ, ვიწყებთ წვენის შეზავებას გემოვნებით: ცოტა კამუნი, ძირა, შავი პილპილი, მარილი და თუ გაქვთ, კოწახურის ჩირი, ერთი 10 ცალი. კოწახური ცხიმიანობას ანეიტრალებს და პიკანტურ გემოს სძენს კერძს. მე სვანურ მარილსაც ვუმატებ.
შეაზავეთ ეს წვენი ამ სუნელებით და ასე 5 წუთი ადუღეთ.
ეხლა გადავიდეთ ბრინჯზე. ჩვენთან არ არის დიდი არჩევანი ბრინჯის ნაირსახეობაზე და ამიტომ ბევრი ტესტვის შემდეგ, შევჩერდი ორთქლში გამოყვანილ მრგვალ ბრინჯზე.
ბრინჯი გავრეცხოთ ჭურჭელში. არა გამდინარე წყალზე, არამედ ჭურჭელში. წყალი რამოდენიმეჯერ უნდა გადავუწუროთ.მანამდე ასხით ახალი წყალი და რეცხეთ,
სანამ ბრინჯზე დასხმული წყალი კამკამა არ გახდება..
გადავწუროთ კარგად წყალი და შევაშროთ.
როცა წვენი მზად გვექნება, ჩავყაროთ ქვაბში და ამოვურიოთ. ვაცადოთ წამოდუღება და დავაფაროთ თავსახური ქვაბს. ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმზე.
სადღაც 10 წუთში, კიდევ ერთხელ ამოურიეთ და მთლიანი ნივრები ჩაფლეთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვიღებთ ასეთი მატერიალის ნაჭერს. გადავაფარებთ ქვაბს და ვაფარებთ ზემოდან თავსახურს. ცეცხლს ვუწევთ ძალიან დაბალზე. თითქმის რომ ბჟუტავდეს ისე..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასე 10 წუთში გამორთეთ ცეცხლი და ასე 5 წუთში ახადეთ თავსახური და ამოურიეთ.
მორჩა. კერძი მზად არის


უხდება მწვანე ჩაი
ეს კერძი ფასდება იმით, თუ რამდენად ფანტია გამოგივათ ბრინჯი