გუშინ გავსინჯე ბიჭების ლუდები,
სამივე ტიპის ავიღეთ მეგობრებმა
1. ვეიცენი , მომეწონა , არომატული და გემრიელი, რაც ცოტა დამაკლდა ეს იყო სხეული და სიტკბო, ზოგადად ვეიცენი უფრო სხეულიანი და მოტკბო მიყვარს, თუმცა ზოგს ზუსტად ასეთი თხელი და ნაკლებად მსუყე ურჩევნია, აღნიშნეს თემაში და მეც ვიტყვი კარბონიზაცია ცოტა ზედმეტი იყო მარა ეგ არაფერი

2. 4 სვია, ჩემთვის ზედმეტად მწარე, ბალანსიდან ამოვარდნილი მეჩვენა მე პირადად ასეთი სიმწარე, თუმცა ავღნიშნავ ესეც ალბათ უფრო სუბიექტურ გემოვნურ პრიორიტეტებზეა დამოკიდებული, ბოლოში კაი გემრიელი ციტრუსი , უპირატესად ჩვენებური მწკლატე გრეიფუტის გემოები მოჰქონდა
3. 2სვია ჩემთვის ყველაზე მეტად დაბალანსებული გემო ჰქონდა ანუ სიმწარე და არომატები ერთამენთს ავსებდნენ, თუმცა ცოტა გვქონდა და ფაქტიურად ენა დავისველე

ლექის თემა ითქვა და მოგვარებადია პრინციპში, კიდე ალბათ ცოტა ფერს დაწმენდა არ აწყენდა, შეიძლება დაუშლელი ცილების ბრალია
საბოლოო დასკვა რა შემიძლია გავაკეთო, მე ვფიქრობ ლუდები შედგა, ინდვიდუალური გემოები გაქვთ,რაც მთავარია ეტყობა ჰიგიენას დიდი ყურადღება ექცევა , იმიტო რომ არც ერთ ლუდს რაიმე ხელი ან ზადი ოდნავაც არა აქვს, და გარაჟის პირობებში ეს მისასალმებელია
წარმატებები ბიჭებს და ახალ ახალ გემოებს დაველოდები

))
პ.ს. რეცეპტები თქვენია თუ რამე გავრცელებულით იხელმძღვანელეთ ("ესლი ნე სეკრეტ":))???
This post has been edited by didi bege on 28 Aug 2018, 23:32