
მოკლედ გავსინჯე ბაგრას და იოჟიკის ლუდი - იპა 2 სვიით, იპა 5 სვიით და ვაიცენი. ყველა მომეწონა, მაგრამ ობიექტურად შევაფასებ ახლა.
იპა 2 სვიით, კარგი ლუდია, სასიამოვნო დასალევი, სვიით კარგი არომატი გასდევს, სხეულიანიცაა საკმაოდ, მაგრამ არომატი ოდნავ დამაკლდა თითქოს, თან მემწარა, ვინაიდან მე ვაიცენების მოყვარული ვარ, ბოკების და საერთოდ გერმანულ-ბელგიური ლუდის, რომელსაც მეტი სიტკბო აქვს, მეტი კავშირი ალაოსთან და არაა მთლიანად სვიაზე დამოკიდებული, განსხვავებით იპებისგან. +ძალიან გაზიანი იყო, ასეთი გაზიანი ლუდი არ მინახავს აქამდე. ქაფს იგდებდა კაი ბეზე გეგონებოდა ისეთს

აი 5 სვიით იპა კი სხვა საქმეა. ეს იყო გაცილებით უკეთესი ლუდი, გაცილებით

ხომ ვთქვი სიმწარე მაინცდამაინც არ მხიბლავს მეთქი, მაგრამ ეს სიმწარე იმდენად დათრგუნა 5 სვიის არომატმა, იმდენად სასიამოვნო სუნი ჰქონდა, რომ ბევრად მაღლა ვაყენებ ვიდრე იპას 2 სვიით, მოკლედ ძალიან კარგი იყო იპა 5 სვიით

არც გაზიანი იყო ძალიან, ნორმალურად ჰქონდა.
რაც შეეხება ვაიცენს, დამ დამ და დამ

ვაიცენებში ძალიან კრიტიკული ვარ
ეს იყო პირველი ნორმალური კრაფტ ვაიცენი, რაც საქართველოში დამილევია

აქამდე ვისიც გავსინჯე, რაღაც თხელი, მომჟავო ლუდები იყო, ეს იყო კარგი, სხეულიანი ლუდი, მაგრამ ახლა რა ხდება, ბაგრამ თვითონვე მითხრა, არ ელოდე ფრანცისკანერის გემოზე რომ იქნება მაგასო. მართალია, ფრანცისკანერი სხვა თემაა ნამდვილად. ფრანცისკანერს აქვს სპეციფიური საფუარი და ხორბლის ძალიან მძაფრი არომატი, სიტკბოსთან ერთად, რაც განსაკუთრებით მიყვარს ამ ლუდში. ამ ვაიცენში სწორედ ხორბლის სუნი და არომატი დამაკლდა, სხვა მხრივ ეს იყო კარგი, სქელი, სხეულიანი ლუდი, გემრიელი დასალევი

ვისურვებდი რომ იყოს უფრო ხორბლის ტონებზე წაყვანილი და უფრო მეტად არომატული
კრაფტი ისაა რომ წლების განმავლობაში მხარშველი დაიხვეწოს, მუდმივად განვითარდეს და საბოლოოდ მაგარი ლუდი მიიღოს. დარწმუნებული ვარ ასეთი ტემპტით, მალე ბევრად მაღალ დონეზე ახვალთ. +ამას, მე და ბაგრა პროფესიით კოლეგები აღმოვჩნდით და ძალიან გამიხარდა მისი გაცნობა, წარმატებები და მუდმივად თვალს ვადევნებ თქვენს წინსვლა-განვითარებას, ხარშვის პროცესსაც დავესწრები აუცილებლად