მოგესალმებით

დავიწყებ ბაგრა/იოჟიკის ლუდებით!
დავლიე ორივე სახეობის იპა, 4 სვიით და 2 სვიით...
სასიამოვნოდ გაოგნებული დავრჩი... ველოდებოდი რო კარგი იქნებოდა და მაგ მოლოდინით გავსინჯე, მაგრამ ბოთლი გავხსენი თუ არა, ეგრევე მივხვდი რო კარგი კი არა ძალიან მაგარი იქნებოდა ისეთი არომატი წამოვიდა...
ერთი პატარა ეჭვი მაინც მქონდა, მეთქი შეიძლება სუნი კარგი აქვს, მარა მთლად ისეთიც ვერ იყოსთქო... დავისხი 4 სვიიანი იპა და ისეთი გემრიელი თავი გაიკეთა რო უკვე გამეღიმა...
ბოთლის გახსნისას თვალდახუჭული მიხვდება ნებისმიერი გამოცდილი ლუდისტი რო ხარისხიანი იპა გაიხსნა ოთახში, ამაზე ატვეჩაი ვარ!
გემოებზე რა ვთქვა, აშკარად ხარისხიანი იპაა, მძაფრი არომატით და გემოებით... ჭიქა დაიცალა თუ არა ეგრევე შევავსე... იგრძნობა სხვადასხვა ხილის გემოების ნარევი, სხვადასხვა ეტაპებზე, გააჩნია ტემპერატურას ა.შ. უძლიერესი აფთერთეისთით!
მოკლედ რაც მე იპაში მიყვარს ყველაფერი აქვს ამ ლუდს... მაგრამ იყო მეორე გაკვირვების მომენტიც... მეორე ჭიქის ნახევარი რო დავლიე, გამახსენდა ბაგრას სიტყვები, თანამშრომელს დარჩა ჭიქაში ცოტა და ოთახის ტემპერატურას კიდე რო მიუახლოვდა ვაფშე სხვა არომატები/გემოები გაუშვაო (ეს 4 სვიის დამსახურებაა), ხოდა კიდე უფრო დავაცადე დადგომა... არ ვინანე ნამდვილად ღირდა მოცდა, საერთოდ ახალი ბუკეტი დაატრიალა... შუალედში კი გამიჭირდა ლოდინი, მაგრამ ავიტანე
ნებისმიერ იპას მოყვარულს ვურჩევდი ამის დაგემოვნებას და სიამოვნებით მოვისმენდი შეფასებას

რაც შეეხება 2 სვიიანს, ძალიან ბევრი საერთო ქონდა წინამორბედთან... სხვაობა ისაა რო შედარებით რბილია (არ არის ტკბილი, იპას სიმწარე აქვს გემრიელად, თუმცა ოდნავ ნაკლები)... აბსოლუტურად გემოვნების ამბავია რომელს აირჩევ აქედან, არის ხალხი ვისაც არ უყვარს ძალიან მძაფრი არომატი/გემოები და ზუსტად მაგათ ვურჩევდი 2 სვიიანს...
პირადად მე რო ასარჩევად დამიდო აუცილებლად 4 სვიიანს ავირჩევ! მიყვარს მძაფრი გემოები და არომატები, არამარტო იპებში, ზოგადად ყველა სახეობის ლუდებში!
მოკლედ ჩემი კომპლიმენტები ბიჭებო

ბევრი გიშრომიათ ეტყობა და ხარისხი დაიდო!
გადავიდეთ ბრიუდოგებზე

გავსინჯე 3 სახეობის... პანკ იპა, ინდიე პეილ ელი (ინდიფენდენთი) და წითელი ელი...
პანკ იპაზე ბევრს არ დავწერ, მარტივად აგიხსნით როგორია... უძლიერესი იპაა თავისი ყველაფრით: სიმძაფრით, სუნით, არომატით, გემოთი და ყველაფრით, მაგრამ ერთი საფეხურით დაბლა დავაყენებდი სტოუნის იპაზე... აშკარად ჯობია სტოუნის იპა, ფასი ერთია, ასე რომ შემდეგ ჯერზე ისევ სტოუნს მივუბრუნდები! არ ვაკნინებ ამით ბრიუდოგს, ძალიან მაღალი ხარისხია და აშკარად ეტყობა მცოდნეების გაკეთებული რომაა, თუმცა მე პირადად სტოუნის კონკურენტად მივიჩნიე (რადგან ორივე ერთი და იგივე ადგილას იყიდება, ფასი ერთი აქვს, ჩვენ ბაზარზე სხვები არაა და ა.შ.) და აჯობა სტოუნმა!
წითელმა ელმა გამაოცა, აშკარად განსხვავებული და ძალიან გემრიელია... თუმცა ყოველთვის არ მოგინდება დალევა... ესეთი გემრიელი წითელი ელი იშვიათობაა... დარწმუნებული ვარ ვუპოვი საპატიო ადგილს, სათავისო მისაყოლებლით და გავიმეორებ აუცილებლად

და ბოლოს...

ვისაც ოდნავ მაინც ჯერა ჩემი კომპეტენციის

არ იყიდოთ ეს ნაგავი (ინდიე პეილ ელი)... ეს არის ბრიუდოგის პაზორი! ესეთი ნაგავი არ ეკადრება ამ დონის სახარშს... შემიძლია დეტალურად დავახასიათო, თუმცა არ ვაპირებ.. ნაგავი ნაგავია...
პ.ს. ბაგრა/იოჟიკის ვაიცენი აღარ დავლიე, სად ვაიცენი და სად იპა... დაიკარგებოდა გემოები, შემოვინახე და მაგაზე მერე დავწერ

მოკლედ ესაა მოკლე მიმოხილვა...
თვალი მოვკარი შემდეგ "ტავარს" 5 სვიით ვაკეთებთო

ხოდა მოუთმენლად ველოდები!
4 სვიიანს ხვალვე მივუჯდებოდი სიამოვნებით იმდენად მომეწონა, რაც შეეხება მისაყოლებელს... ზეთისხილი, კარგი გამოყვანილ/დაძველებული ყველი, თაფლი, ნიგოზი, ნუში და ფისტაშკა! დააკვდება ზედ! დღევანდელი ჩემი მისაყოლებელი იყო ნუში და ყველი (გაუდა/ედანი)
9 მთაში ასევე არის სხვა ბრიუდოგები, თუმცა მხოლოდ ერთია რისი გასინჯვაც მინდა... ეს არის ჯეკ ჰამერი, შეფასება 97/98 აქვს და იოჟიკმაც შემიქო, დარწმუნებული ვარ უმაგრესი იქნება!
This post has been edited by BeerLover on 24 Aug 2018, 00:06
“Beer’s intellectual. What a shame so many idiots drink it.” - Ray Bradbury