Master_Nickარც ისე დიდი მოთხოვნა არაა... მე ვიტყოდი ალბათ დაბალსა და საშუალოს შორის... ხალხიც ნაკლებად დადის და ვინც მიდის უმეტესობა თითო ჭიქას სვამენ...
თან სიძვირეა და ქართველების უმეტესობა არ დადის მანდ, ტურისტების აბსოლუტური უმეტესობაც უფულოა ჩვენთან და იშვიათია მდიდარი ტურისტი აქ ჩამოვიდეს... ალბათ სადღაც 80/20ზე ეყოლება კლიენტურა ტურისტები/ქართველები...
მანდ სტაუტებზე და რაღაცებზე კიდე უფრო დაბალი მოთხოვნაა, ეტყობა იპები უფრო აითვისა ხალხმა...
თვითონ 9 მთის ლუდს მგონი მარტო გასასინჯად სვამს ხალხი

ჯერ არ მინახია მანდ ვინმე იჯდეს და 9 მთას სვამდეს

ლუდის კულტურის ამბავიც არის, ვინმეს მანდ ერთხელ რო წაიყვან, მეორედ აღარ მოგყვება

მაგ ფასად გერმანულ ბარშიც დავლევ და ხინკალ/ქაბაბ/მწვადსაც შევჭამო გეუბნება

არადა მე პირადად გერმანული ლუდის ლიტრობით ჩასხმას და ხორცების ჩაყოლებას, მირჩევნია 5-6 ჭიქა ამერიკული დავლიო და მივაყოლო ყველის დაფა... 9 მთაში ზომიერად დალევა და ლაითი მისაყოლებლის ჭამა იგივე ჯდება რაც სხვა ბარში გახეთქვამდე ჭამა/სმა

ხოდა გემოვნების ამბავია რა...
la reine ჰელოუ

პ.ს. ერთდროულად შეგვიმჩნევია ერთმანეთი

დავარეფრეშე და გამოჩნდა შენი პოსტიც
This post has been edited by BeerLover on 23 Nov 2018, 21:19