ხარჩო...

ტრადიციულად დავჭერი ქათამი
ხერხემალი თავის ნეკნებით ბულიონისთვის გადავდე
მოკლედ, მოვშუშე ქათამი ზედ 2 თავი ხახვი დავაჭერი... კარგად ჩავშუშე
მერე ერთი დიდი პომიდორი, 3 კბილი ნიორი, ტომატის პასტა, მწვანილები და აჯიკა დავაჩოპერე. მერე გადავავლე ქათამს.
წამოვადუღე.
500 გრ ნიგოზი, 1 თავი ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი სუნელი, ხარჩოს სუნელი, მარილი და ცოტა ზაფრანა ავურიე ჩოპერში
დავუმატე ბულიონი...
ეს ყველაფერი დავასხი ქათამს და წამოვადუღე.

მერე 1 კვერცხი ჩავასხი და ფქვილი მოვაყარე უფრო ბლანტი, რომ გამოსულიყო...
ბოლოსკენ ჩავამატე ცოტა წითელი ღვინო და დაფნის ფოთოლი
დარჩენილი ბულიონით გავაკეთე ფლავი ://
მართალია ღომი არ იყო, მაგრამ ფლავიც შესანიშნავად მოუხდა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by დაშლიი? on 26 Mar 2019, 21:11