ჭანტურიას ქუჩაზე, ალექსანდროვის ბაღთან ქაშუეთიდან რო ჩაუხვევ გაიხსნა "ზოდიაქო" თავისი ორიგინალი სახელით
კლიკეში იმენა ესენი აღარ არიან ვისიც თელავშია მაგრამ რეცეპტი დარჩა იქ და აგრძელებენ ჩვეულებრივ. ანუ ეხლა თბილისში არის ცალკე კლიკეს ხინკალი და ცალკე ზოდიაქო. ერთი ჩიტაძეზე მეორე ჭანტურიაზე.
--------------------------------------------------
კლიკეზე დავწერე აქ ჩემი მიმოხილვა ადრე ვისაც აინტერესებს ნახოს
კლიკეს ხინკლის მიმოხილვამოკლედ რო შევაჯამო ტურისტებზეა უფრო გათვლილი, ფასების შესაბამისია ხინკალი კარგია მაგრამ თელავის არ არის მეთქი. 3 ჯერ კიდე ვიყავი ამის მერე და არ შემიცვლია აზრი
ეს კლიკეს ხინკალის ფბ გვერდი
https://www.facebook.com/KlikesKhinkali/-----------------------------------------------------
რაც შეეხება უკვე ზოდიაქოს ჭანტურიაზე. ვიყავი და გავსინჯე, რადგან აქ გადმოვიდა წესით თელავის სასტავი სიმართლე რო ვთქვა უკეთესს ველოდი, მოკლედ თელავს ველოდი და არ დამხვდა არც აქ თელავი.
სიტუაციას შიგნით რაც შეეხება კლიკეზე ბევრად კარგია დიდი ფართია, კეთილმოწყობილი და ა.შ. ოღონდ თელავში ვინც ყოფილხართ გეცოდინებათ ის არის სახინკლე თბილისში არის ფაქტიურად ჩვეულებრივი ბარი, ნახატები, როიალი და ა.შ მოკლედ სახინკლის შთაბეჭდილება არ შეგექმნებათ. აშკარად ეტყობა ხო ბევრად ხარჯიანი ადგილია ვიდრე კლიკეს ხინკალი და თელავზე ხო არაფერს ვამბობ.
ხინკალს რაც შეეხება იყო რა თქმა უნდა გემრიელი, მაგრამ იყო ზედმეტად დიდები, აი ტყუილად დიდები ცომი და ხორცი არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ცომი გრჩებოდა ცალკე რაც არ მომეწონა. თელავში ყველაფერი ერთად მიდის ცომიც, ხორციც, წვენიც. აქ ცალკე იყო თითქოს. აიიიიიი ის სპეციფიკური გემო რაც ზუსტად თელავის ზოდიაქოს აქვს ის უფრო მეტად იგრძნობოდა ვიდრე კლიკეში მაგრამ არა ისე ცოცხლად და სრულყოფილად როგორც თელავში.
ფასებს რაც შეეხება რადგან ვთქვი რომ უფრო ხარჯიანი ადგილია ფასებიც შესაბამისი ხინკალი ლარი, ლუდი ქართული 400 მლ 5 ლარი, ჰეინეკენი 7 ლარი. სხვა რამეებიც აქვთ მენიუში.
მოკლედ ესეც თბილისის ზოდიაქოს ფბ გვერდი და ნახავთ ყველაფერს ინტერიერიდან დაწყებული მენიუთი დამთავრებული
https://www.facebook.com/dariani123/2 იანვარს გაიხსნა და ვნახოთ თუ გამოასწორებენ კისრისტეხვით გავვარდი თელავის იმედად და არ დამხვდა აღარ მეჩქარება ეხლა მივალ რაღაც დროის მერე და ვნახავ თუ გაასწორებენ მაგ მინუსებს რაც იყო (პირველ რიგში ცომზე და ცოცხალ გემოზე და მერე ვნახოთ)
---------------------------------
ორივე რო შევაჯამო რამდენიმე კაცი ვიყავით და უმცირესობამ თქვა რო კლიკე უფრო მოეწონა, უფრო მეტმა ვთქვით რომ ცოტათი აჯობა ზოდიაქომ მაგრამ 80-95% ერთიდაიგივე იყო დიდი სხვაობა არ მიგრძვნია, მაგრამ მგონია რადგან თელავის სასტავი ზოდიაქოშია დროთა განმავლობაში მომატების პერსპექტივა მეტი აქვთ და აჯობებენ. ვნახოთ.
საბოლოო დასკვნა კი ის არის რომ დღეის მდგომარეობით თელავის ზოდიაქო 100% ით თბილისში ვერ შემოვიდა, არის 2 კარგი ხინკალი კლიკე და ზოდიაქო მაგრამ არცერთი არაა იმ დონის რაც თელავში.
ფასები ცალკე თემაა, მესმის რომ თბილისი მეტი ხარჯი და ყველაფერი მაგრამ როცა ვიცი რომ თელავში დაახლოებით 30%-ით იაფად უკეთესი ხინკალი იჭმევა კისრისტეხით გავარდნის სურვილი არ მაქვს თბილისში, უბრალოდ ვიცი რომ როცა მომინდება და თელავში წასვლის ვარიანტი არ მაქვს ამ ორში შევივლი და ალბათ უფრო ზოდიაქოში
აჰა რავი დავწერე ყველაფერი, ეხლა 1000 ჯერ იკითხავენ ერთიდაიგივეს და ჩაუგდეთ პირდაპირ ეს კომენტარი, ამაზე ამომწურავად არა მგონია ჩემნაირი ხინკლის ფანატიკოსის გარდა ვინმე შეწუხდეს ხინკლების შედარებითობის ანალიზებზე
fermina