მოკლედ გუშინ მივედი კლიკეში და ყველა მაგიდა დაკავებული იყო და მოცდას აზრი არ ააქვსო,გარეთ ელოდებიან კიდევო და დანარჩენი დარეზერვებულიაო და ხვალისთვსი ჩაგწერ თუ გინდაო და გამოვშტერდი

ხინკალზე ჩაწერა პირველად გავიგე

))) ინტერესის გამო უფრო მივედი, ხოდა:
განცდა იმის რომ სარდაფში და სივიწროვეში ზიხარ სულ მქონდა, (ლუკა პოლარეს ტუალეტზე ვიწრო ტუალეტიც ვნახე) სერვისი დიდად ვერ დაიკვეხნის, პატარა ბავშვები დარბოდნენ და ტვინს ჭამდნენ

მარტივი მენიუ, მხოლოდ ხინკალი

ჩამოსასხმელი ლუდის მარტო 1 სახეობა... დანარჩენი ბოთლის და ძალიან ძვირი... ნუ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოვიდა ხინკალი და კი, ძალიან ახლოს იყო ზოდიაქოს გემოსთან, სქელი ცომით და კაი დიდი კუჭით, მაგრამ მაინც არ იყო ის, რაც მეორედ მიმიყვანს მანდ... აი ნადუღის ხინკალიც გავსინჯე და სიმართლე რო ვთქვა ის უფრო მომეწონა....
ჩემი დასკვნა: არ ვთვლი რომ კლიკე ის ადგილია სადაც N1 ხინკალი იჭევა თბილისში, მაგრამ ცუდი ვარიანტი მაინც არაა, ერთხელ გასასინჯად ყველა ვარიანტში ღირს, დანარჩენი გემოვნების საკითხია...
აქვე დავწერ, წინა კვირას დაუგეგმავად მოვხვდი მარტო ხინკალში, განახლებულ აღმაშენებელზე რომაა, ზაარბრუკენის მოედნისკენ, ხოდა მაგას მაჭახელას და შემოიხედეს ხინკალი ჯობია ჩემი რჩევა იქნება არ გაეკაროთ, აი არაბ ტურისტებზეა ეგ ხინკალი გათვლილი

უბრალოდ ორიგინალური საპილპილე აქვთ ხინკლის ფორმის