დღეს ვიყავი ჭანტურიას "ზოდიაქოში".
ადგილმდებარეობა კარგია.
ინტერიერი კარგია.
მომსახურება კარგია.
მენიუ კარგია, არ არის დატვირთული ზემდეტი რაღაცეებით.
ლუდიც კარგია, ნახევრად გაუფილტრავი, რაღაც გვარი იყო, იმის ლუდიო.
ქაბაბი კარგია.
ნადუღის და სულგუნის ხინკალი საუცხოო.
ჩვეულებრივი ხინკალიც კარგია, ერთ-ერთი კარგი ხინკალი ქალაქური სტილის ხინკლებიდან.
რაღაც საფირმო ხინკალი გავსინჯეთ კიდევ, 1.45 ლარი ღირდა, ერბოში შემწვარი/გამომცხვარი ხინკალი.
საინტერესო გემო ქონდა, მაგრამ ძაან მსუყე იყო,
ფასიც მისაღები.
25 ჩვეულებრივი ხინკალი, 10 საფირმო ხინკალი, 5 ნადუღის და სულგუნის ხინკალი, 2 ქაბაბი და 20 კათხა ლუდი.
სულ რაღაც 170 ლარი, 4 კაცზე.
ჯამში სადღაც 10 ხინკალი ან მეტი დაგვრჩა კიდეც, მეხუთე კაცსაც აიტანდა

უბრალოდ ხინკლისგან უფრო მეტს ველოდი, ხალხის შეფასების მიხედვით.
თვითონ ხინკალი კარგი იყო, მაგრამ ეს ქალაქური სტილის ხინკალი არ არის "ის" ხინკალი მაინც.
"შემომეჭამას" ხინკალი პირველ ადგილზეა. საერთოდ ჩემთვის ნამდვილი ხინკალი მარტო ეგაა, რაც მიჭამია კვების პუნქტებში.
მეორეზე მაინც "ლუდის მოედანს" დავაყენებდი. ქალაქური სტილის ხინკლიდან ყველაზე მეტად მომწონს, უფრო თხელი ცომი აქვს. უბრალოდ ხინკლის საჭმელად უნდა მიხვიდე მანდ მარტო, სასმელში გაგწეწავენ.
"ზოდიაქოს" ხინკალში შიგთავსი ძალიან კარგია და ცომი ისე რა... არ შეესაბამებიან ერთმანეთს, "ლუდის მოედანში" გაგიჭირდება თქმა ცომი ჯობს თუ შიგთავსი.
აი HB-ს და "ზოდიაქოს" შორის გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება.
ინტერიერი "ზოდიაქოსი" ჯობს.
მომსახურება "ზოდიაქოსი" ჯობს.
ფასებით "ზოდიაქო" იაფია უფრო.
HB ლუდით ჯობს.
ხინკალიც HB მირჩევნია მაინც ალბათ.
შეიძლება მეტის მოლოდინი მქონდა აქ.
"ზოდიაქოში" აუცილებლად მივალ კიდევ, ნადუღის და სულგუნის ხინკლისთვის.
მასეთი გემრიელი არ მიჭამია არსად.