ვიყავი გუშინ.
შეფასებასაც დავწერ:
ინტერიერი კარგი
მომსახურება ძალიან კარგი, პოზიტიური პერსონალი ყავთ, რო გესიამოვნება ურთიერთობა
ლუდი ძალიან კარგი
ე.წ. ბებოს ხინკალი შევუკვეთეთ და ძალიან მლაშე

ლუდზე გაასწორა უბრალოდ

ლუდის გარეშე ვერ შეჭამდი

კანჭი ნორმალური, საერთოდ თბილისში გემრიელი კანჭი არ მიჭამია არსად.
ანგარიში სადღაც 270 მოვიდა, ექვს კაცზე.
კანჭის მენიუ - 60 ლარი და პლუს რაც დავამატეთ.
ფასები ლუდის მხრივ ძვირი.
ლიტრიანი კათხა 12.60, მაგას პლუს გაურკვეველი 10%-იანი დანამატი და 13.85 გამოდის, ძვირია.
0.5-იანი - 6.50, რეალურად 7.15

თამარაშვილის ჰაკერ-ფშორი მირჩევნია.
ლუდი ლიტრიანი 11.50 თუ 12 ლარი ღირდა ბოლოს რო ვიყავი, 1-2 წლის წინ, თუ არ გააძვირეს.
და მომსახურების საკომისიო არ აქვთ იქ.
გარემოც უფრო გერმანულია, ბავარიის დროშის ფერებში.
როგორც ლუდის ბარი ის ჯობს, როგორც რესტორანი - ეს.
ძალიან კარგი პერსონალი, რასაც შემიძლია ხაზი გავუსვა, მაგრამ ჰაკერ ფშორის ლუდი რო მომინდება შემდეგში, თამარაშვილზე წავალ.
This post has been edited by Frankens†ein on 29 Mar 2019, 11:01