სალამი ლუდისტებს!

მოკლედ, დავლიე Westvleteren 12 და გთავაზობთ მოკრძალებულ რევიუს

პირველ რიგში სანამ კონკრეტულად გემოვნურ თვისებებზე და არომატზე გადავალ, ვიტყვი, რომ ვესტის 12 არის "ნავაროჩენი" სტ.ბერნარდუს აბტ 12, ერთ წინადადებაში ყველაზე გასაგებად ესე შეიძლება მემგონი ამ ლუდის დახასიათება... მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთი და იგივე, როგორც ბევრი ამბობს
რაც შეეხევა არომატს და გემოს, მუქი ხილების ზეიმია, ასევე ერთმანეთში არეული სიტკბო და სიმწარეც იგრძნობა, ალკოჰოლიც შეიძლება გამოკვეთო არომატში და აშკარად ეტყობა სუნზე რო დაბალალკოჰოლიანი ლუდი არ არის, თუმცა გემოზე ეს გავლენას ვერ ახდენს და გემოში ალკოჰოლი ნამდვილად არ არის, ოდნავ აფთერთეისტში გწვავს სასიამოვნოდ და ეს ჩემი აზრით პირიქით კარგიცაა, ამძაფრებს გემოვნურ თვისებებს... ფერიც და სუნიც დაახლოებით გიქმნის შთაბეჭდილებას, რომ არის კლასიკური ქუადი, ოღონდ რაღაცა მცირე ტვისტით... აშკარად სხვა ლეველზეა აყვანილი ვესტვლეტერენში ქუადის მოხარშვა, ვიდრე ბერნარდუსში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოვიძიე ინფორმაცია, ინგრედიენტების ნაწილი იდენტური აქვთ, ბერნარდუსი არის აბსოლუტურად კლასიკური ქუადი და წინასწარ იცი რომ დალევ, როგორი იქნება... აი ვესტვლეტერენი პატარა სიურპრიზებსაც გთავაზობს... აფთერთეისთში აქვს ასევე სიმშრალე, რაც საინტერესოდ სასიამოვნოა...
შედარებისთვის რომ ითქვას, ბერნარდუსზე უფრო გამოკვეთილი არომატი და გემო აქვს... რაც ქუადისთვის პლიუსია და უფრო საინტერესოს ხდის მასთან ურთიერთობას... ბერნარდუსის 12 ძალიან რბილი და მსუბუქია იმისთვის, რომ ვესტი დაჩაგროს
ვერდიქტის სახით ობიექტურად რომ ვთქვათ, რომელიმე ლუდის გურმანი თუ გეტყვით, რომ მისთვის ვესტის 12 არის საუკეთესო ლუდი, არ ღირს კამათი, აქვს ნამდვილად ის თვისებები, რომ ძალიან ბევრისთვის ნომერ პირველი ლუდი იყოს, ბერნარდუსს აშკარად ჩაგრავს...
აი სუბიექტურად რომ ვთქვა, ჩემთვის ეგ ორი ლუდი კონკურენტები არ არიან, ვესტის 12 არის ბერნარდუსის 12, ოღონდ უფრო მაღალ ლეველზე აყვანილი, უფრო დახვეწილი და უფრო საინტერესო... ვესტის ნამდვილი კონკურენტი არის როშფორის 10 და აქ ბევრად რთულადაა საქმე

ერთად არ დამილევია ვესტი და როშფორი, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ნამდვილი ომი სწორედ ამ ორ ქუადს შორის იქნება და ვერ ვამბობ რომელი იქნება ჩემთვის პრიორიტეტული, არ გამოვრიცხავ, რომ როშფორი ვამჯობინო ვესტვლეტერენს...
ერთი სიტყვით უძლიერესი ქუადია და ვისაც შანსი მოგეცემათ აუცილებლად დააგემოვნეთ... ასევე გამიგია, რომ არ არის სტაბილური ლუდი, გააჩნია შეფუთვას, წელს და რომელი ჩამოსხმა შეგხვდება, შეიძლება შემდეგ გასინჯვზე აბსოლუტურად სხვა "თრიფი" შემოგთავაზოს, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი პლიუსია...
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქუადი დაძველების მიხედვით იცვლის არომატს და გემოს, რაც უფრო ძველია, მით უკეთესია
ნამდვილად შეიცვალა ჩემთვის საყვარელი ტრაპისტების (და ზოგადად ებეი ლუდების) ტოპ 3 ლისტი და ერთი ადგილი დაიკავა ვესტვლეტერენ 12მა!
ამ ეტაპზე პირველ/მეორეს იყოფენ და ჯერ ზუსტად ვერ ვამბობ როშფორის 10 და ვესტვლეტერენის 12, მესამე სტაბილურად ორვალია