სალამი ლუდისტებო...
დღეს დილით მე და იოჟიკა ვიყავით ვარკეთილში "2 ტონაში".
დიდი ხანია გვინდოდა მათი ლუდის და სამზარეულოს გასინჯვა.

პაბის შენობა მშვენიერია. 8 /10. ინტერიერი მომეწონა. სისუფთავეა, გამწოვები კარგად მუშაობს, ამ ყინვაში მშვენიერი სითბო იდგა. დიდ ვიტრინები კარგ, ნათელ გარემოს ქმნის. წველი წერტილი სუფთა და მოწესრიგებული. კასრების ხელსაბანები ძალიან ლამაზი იყო.
მომსახურე პერსონალი და მენეჯერი პოზიტიური და დადებითი ხალხი, თავაზიანები და ჩვენი ახირებული მოთხოვნები სიამოვნებით შეასრულეს. ჭიქები მოგვყიდეს

მინუსები - ადგილმდებარეობა, შენობა ცოტაა იაფი მასალებით არის ნაკეთები, ალბათ ამაზე თანხის დაზოგვა არ ღირდა ჩემი აზრით

კლიენტურა 99% კაცები, მუსიკა თითქმის არ გვესმოდა.
ხინკალი ცუდი არ იყო 7 / 10. კაი თხელი ცომი აქვს, მოშნად წვნიანია, რამაც ნაბახუსვზე მაგრად გაასწორა. ქალაქურის ფარში სტანდარტული, არაფერი განსაკუთრებული.
ხაჭაპური შამფურზე ასევე 7 / 10. ყველი კაი იყო, ცომი ცოტა მოიკოჭლებდა, ალაგ ალაგ დამბალი იყო, რაც არ მომეწონა.
ქაბაბი არ გამისინჯავს... იოჯიკამ ჭამა და მაგან დაწეროს როგორი იყო.
რაც შეეხება ლუდს... ყველაზე მომთხოვნი აქ ვიყავი და ამიტომ ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩით.
თავიდან შევუკვეთეთ იპა... მოგვიტანეს კათხებით
მეთქი სადაა ის ჭიქები რეკლამებში რომ გაქვთ და ეგ "ფრონცკობები" აქ შემოსულებს არ მოწონთ და ამიტომ არ მოგვაქვს მაგითო.

მოკლედ მოვატანინეთ შესაბამისი ჭიქები და "გადავასხით" ლუდი მასში. ლუდი არის იაფი პროდუქტი. ფერი ღია ოქროსფერი, ლიმონისფერი.
სუსტად იგრძნობა მხოლოდ 1 სვიის სურნელი - დიდი ალბათობით სენტინიალი. ისიც თავიდან, მცირე ხნით.
სიმწარე თითქმის არ აქვს. აი, საერთოდ არ აქვს. ის resinous გემო, რაც იპებს აქვს საერთოდ არაა მასში.
ქაფი მსხვილბუშტებიანი, არა-კრემისებრი

დროჟის სურნელი ქაფზე - 0...
გემო - წყალწყალა. ABV - ძალიან დაბალი, საერთოდ არ მომეკიდა.
მოკლედ რომ ვთქვათ "შავი ლომის" იაფი ვარიანტია, ძალიან იაფი რამ. შეფასება 2 /10.
მერე შევუკვეთეთ ვიენა ლაგერი - აბსოლუტური კატასტროფა. იდეაში ლაგერი არც იყო... რაღაც მოიტანეს საოცრება.
ჰიუგარდენის ფერზე და გაუფილტრავი მღრიე. საერთოდ ვერ დავლიეთ. შეფასება 0 / 10.
მოვატანინეთ ბელგიური ვიტბიერ. მჟავე ლუდი, ოდნავ ქინძის არომატით. იგივე ვიენა ლაგერი.
ასეთ საშინელებას ნაღდად არ ველოდი. 0 / 10.
მერე დავაკვირდით და ხალხი სხვა მაგიდებზე სვამდა მხოლოდ პილსნერის ტიპის ლუდებს. სიმართლე გითხრათ მეტი აღარ აგვიღია არაფერი და წამოვედით.
სამაგიეროდ დიდ მადლობა მენეჯერ გოგონას... 6 ც ჭიქა მოგვყიდა TEKU-ს ფირმის.
