გამარჯობათ,
ასეთი შეკითხვა მაქვს:
ამ სურათზე გადაღებულია 22 ლიტრიანი შუშის ბოცის ძირი.
ღვინო არის რქაწითელი, შარშან დაწურული, როცა ვიყიდე შაქრიანობა ჰქონდა 21%,
სუფთადაა დაყენებული, ყოველგვარი წყლის ან შაქარწყლის გარეშე.
რამდენჯერმე მაქვს გადაღებული, არასდროს არ შემიმჩნევია რამე განსაკუთრებული, მხოლოდ ზომიერი ნალექი ბოთლის ფსკერზე და მორჩა.
რამდენიმე დღის წინ ბოთლები დავათვალიერე და და აბსოლუტურად ყველა ბოთლში აღმოვაჩინე ის რაც სურათზეა.
რაღაცნაირი ბამბასავით ნალექია, საკმაოდ მოცულობითი, დაახლოებით 3 სმ სიმაღლეზე ბოთლის ფსკერზე,
გადასაღებად რომ გადმოვდგი ბოთლი ისე აიმღვრა, გეგონება ბამბის ფითილები დაცურავენ შიგო, რამდენიმე დღეში ისევ დაილექა ძირზე.
გემო ნორმალური აქვს ღვინოს, ფერიც.
რა ჯანდაბა უნდა იყოს და საიდან გამოწვეული?
რა ეშველება?