BaYo IPAზე მინდა დავწერო ჩემი ობიექტური მოსაზრება
ჯერ დავიწყოთ ოფიციალური მონაცემებით, არის სტანდარტული IPA, 4 სვიით, IBU აქვს 105 (რაც აბსოლუტურად მისაღებია IPAსთვის, საშუალოდ 40-120 ფარგლებში მერყეობს ძირითადად IPAზე IBU) და ABV აქვს 6% (ესეც აბსოლუტურად მისაღებია IPAსთვის)
შეხედულებით სითხე არის ბუნდოვანი, რაც IPAსთვის ცალსახად კარგის ნიშანია და იკეთებს დაახლოებით 2 თითის ზომის თეთრ თავს, რომელიც საკმაოდ დიდხანს დგას მყარად, ესეც თავის მხრივ კარგის ნიშანია, ინახავს სითხე არომატს საკაიფოდ...
დავიწყე ცივით რათქმაუნდა და სმის პროცესში ოდნავ გათბობაც დავაცადე...
საკაიფო არომატი აქვს, აშკარად იგრძნობა ხარისხიანი სვიები... ხისტად სვიის არომატი აქვს სუნში, სუნშივე იგრძნობა IPAს სიმწარე, 105 არ არის რათქმაუნდა ცოტა... არომატი არ უხვევს არსაითკენ (მაგ: ხილის რაიმე ბუკეტი ან სხვა), მყარად სვიების არომატზე დგას, ცოცხალი ბალახეულის არომატიც იგრძნობა, რაც სვიებისთვის დამახასიათებელია
გემოს რაც შეეხება, თავიდან მიდის რბილად, IBU ბოლოში იგრძნობა და საშუალო ხანგრძლივობის აფთერთეისთს ტოვებს, თავისი დამახასიათებელი სიმწარით, მაგრამ მიუხედავად 105 IBUსი არ არის ეს აფთერთეისთი ძალიან მძაფრი და შემაწუხებელი, რბილად მოგყვება და IPAს მოყვარულებს რა რაოდენობის სიმწარეც უნდა ესიამოვნოს, იმაზე მეტი არ აქვს ნამდვილად
გემოშიც ხისტად სვიებია ცივზე, შემდეგ ცოტა დათბობაც ვაცადე, მაინტერესებდა რა გემოებს წამოიღებდა და ძირითადად დავიჭირე ციტრუსები...
მოკლედ რო ვთქვათ, არის კარგი ფრეშ IPA, სეზონის შესაბამისი, ცხელ და თბილ ამინდში საკმაოდ სასიამოვნოდ მიდის, დაცულია სამაგისო ბალანსი, არც ძალიან თხელი და მშრალია, მაგრამ არც ძალიან მძაფრი და გადამწიფებული გემოებში
მე ვიტყოდი კარგი საზაფხულო IPAა, ბუნებაშიც, სახლშიც, ბარშიც რო გაგისწორდება მოწყურებულზე და პრინციპში რაოდენობაში ბევრის დალევაც არ იქნება პრობლემა
ერთადერთი რაც მინდოდა რო მეტი ყოფილიყო, იყო გემოს მრავალფეროვნება და სიძლიერე, თითქოს მანდ დამაკლდა ცოტა
რაც 100%ით აშკარაა არის ის რო ამ ხარისხის ქართული პროდუქტი ლუდის სამყაროში პირველად შეიქმა, ამიტომ წარმატებები ბიჭებს, დიდ წარმოებად გექციოთ თქვენი ეს დაწყებული პატარა საქმე

დიდი სიამოვნებით დაველოდები სიახლეებს და მრავალფეროვნებას თქვენს წარმოებაში! დარწმუნებული ვარ პროგრესირების ტემპი იქნება ძალიან ხარისხიანი!
brachunaგაიხარე
Master_Nickჟასმინის IPA არის ძალიან საინტერესო და გემრიელი, მე პირადად ჟასმინი არ მიყვარს, მაგრამ ვისაც უყვარს, დიდი ალბათობით ძალიან მოეწონება
ასევე გამიკვირდა და კიტრის IPA იყო ძალიან კარგი

აი ზაფხულის ცხელ ამინდში, პიკნიკზე რო მაგრად გაგისწორდება ისეთი
ჟოლოსიც ძალიან მომეწონა, ეგეც ძალიან საინტერესო იყო
ეხლა რათქმაუნდა როგორც ლუდები, ვერ შევიყვან ჰაი კლასის ლუდების რიგში, მაგრამ როგორც გამაგრილებელი ალკოჰოლური სასმელები, ძალიან კარგები იყო სამივე
ჰეისანარადა 10ზეც რო მოსულიყავი კარგი იქნებოდა

ზუსტად 10ზე შემოგვიერთდა მესამე კაცი და კიდე კაი ხანი ვსვამდით

ორი სიტყვით დავწერ ნოგნეს იმპერიალ სტაუტზეც, ძალიან მოკლედ... როგორიც უნდა იყოს იდეალური იმპერიალ სტაუტი, ეგეთია ზუსტად, 20 ლიტრიანი კეგია სულ... 6-7 ლიტრი აკლდა მე რო მივედი, ერთი 2 ლიტრი ჩვენ დავლიეთ

ამიტომ სანამ დროა მიასწარით...
ნოგნეს IPA არის ასევე ძალიან მაგარი რამე, ეგეც ცოტაა, პატარა კეგია დაერთებული... ეგეთი მდიდარი გემოს IPA იშვიათად დამილევია...
ასევე ბრიუდოგს ქოქო ფსაიქოს იმპერიალ სტაუტზეც დავწერ... ვიძახდი რო ჩამოდის, ჩამოდისთქო, მერე თითქოს არ ჩამოვიდა და სხვაში აერიათ, მერე თითქოს ჩამოდიოდა ისევ და მოკლედ გაურკვევლობა იყო... გუშინ ჩემი თვალით ვნახე 30 ლიტრიანი კეგი, რომელშიც ასხია ბრიუდოგის ქოქო ფსაიქო

ელოდებიან რომელიმე ონკარზე რომელიმე ბრიუდოგის დაცლას და ეგრევე დაერთდება... ასე რომ კიდევ ერთი დიდი სიამოვნება წინაა, უმაგრესი სტაუტია
ცოტახანში ზომბი ქეიქიც ჩამოვა და მოკლედ კარგია ცხოვრება

Cheers!
This post has been edited by BeerLover on 18 May 2019, 23:57
“Beer’s intellectual. What a shame so many idiots drink it.” - Ray Bradbury