მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ დარქ ჰორაიზონის მცირე რევიუ
კონკრეტულად საუბარია მეხუთე ედიშენზე, რომელიც იყიდება 9 მთაში და დარჩენილია 3 ბოთლი
ზოგადი ინფორმაციის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს ჩამოისხა ერთჯერადად, ლიმიტირებული ვარიანტია და მეტი აღარც შემოვა და აღარც არის არსად, მხოლოდ პირად ტიპებს თუ აქვს შენახული...
გასინჯული აქამდეც მქონდა, მაგრამ ფხიზელზე, მთლიანი ბოთლი, პირველად დავლიე
Nogne O Dark Horizon 5th Edition, Imperial Stout, 16.0% ABV
აი არც კი ვიცი საიდან დავიწყო
პირველ რიგში, 16 პროცენტიანი ლუდი რო ესეთ მყარ თავს იკეთებს, უკვე აბსოლუტურ ხარისხზე მეტყველებს... რათქმაუნდა მცირე ზომისას, მაგრამ დიდი ხანი ჩერდება...
აბსოლუტურად არანაირი ალკოჰოლი არ იგრძნობა და რათქმაუნდა ეს ამხელა ABVზე ძალიან რთული მისაღწევია, ისეა შეფუთული ამხელა ABV რო სანამ მუცლიდან სითბო არ წამოვა უბრალოდ ABVს შემცველობის გამო, ვერც ხვდები რო ალკოჰოლი დალიე
გემოში ერთადერთი იგრძნობა რო კასრშია დაძველებული და მაგით თუ მიხვდები რო ალკოჰოლია
არომატი აქვს საოცარი... ბოთლი გავხსენი თუ არა ოთახი გაიჟღინთა ეგრევე... დატრიალდა ხის და ტყავის არომატები, ამას პლიუს გამომშრალი მუქი ხილების ძალიან მძაფრი სუნი...
რათქმაუნდა ოთახის ტემპერატურაზე ვინახავდი და არ გამიციებია...
გემოზე არც კი ვიცი საიდან დავიწყო
ზოგადად ძალიან ძნელია, იმპერიალ სტაუტს ქონდეს 16 პროცენტი ABV, არ ეტყობოდეს გემოში ალკოჰოლი და ამავდროულად შოკოლადი, ყავა და კარამელი არ იყოს სხვა გემოების გადამფარველი... მოხალული ყავის გემო აშკარად იგრძნობა... კასრის გემოც დაკრავს რათქმაუნდა, მაგრამ სპირტისკენ არ მიყავს
ძალიან ძლიერად იგრძნობა ვანილი და გამომშრალი ხილები... უბრალოდ საოცარი გემო აქვს რა

შავი ქიშმისი, წითელი ყურძენი, მწიფე ალუბალი...
რაც გასაკვირია აბსოლუტურად შავი (Jet Black) არ არის... უფრო ვიტყოდი უმუქესი ყავისფერია... დაახლოებით ქუადრუპელის ფერზე...
მოკლედ დანაშაულია ესეთი ლუდის ჩამოსხმა, ამის მერე ძნელია რამე მოგეწონოს

ყველაზე გამორჩეული ფაქტი ამ ლუდის შესახებ არის ის, რომ ვადა არ აქვს, რაც უფრო ძველია მით უკეთესია... ლუდის დაძველების ტექნიკას ბევრი სახეობის ლუდი იცნობს, მაგრამ უვადოს ძალიან იშვიათად და ეს ძალიან ძნელი მისაღწევია ლუდის მოხარშვისას და დავარგებისას
რათქმაუნდა ყველა არომატის და გემოს დაჭერა, ესეთი მდიდარი შემცველობის ფონზე, ერთი დალევისას ცოტა რთულია, მაგრამ ასევე მძაფრად არის თამბაქო, მუხა... მოკლედ სრული პაკეტის შემოთავაზება შეუძლია ამ ლუდს
25 წუთის დასხმის შემდეგაც კი ქონდა მცირე თავი ჭიქაში...
0.5იანი ბოთლს ვსვამდი 40 წუთი

შეფასება, უპირობოდ 10/10... იდეალური რამეა

Cheers

დღეს ლუდის დამლევი აღარ ვარ, ალბათ ვისკით გავაგრძელებ

არ მიყვარს სპირტიანი სასმელები, მაგრამ იშვიათად უხდება სიტუაციას



This post has been edited by BeerLover on 22 Apr 2019, 16:06
“Beer’s intellectual. What a shame so many idiots drink it.” - Ray Bradbury