luxus355 კვერცხის გული+100გ. შაქარი+100გ. თაფლი, 1 ლიმონის ცედრა+ 150გ. გამდნარი კარაქი+ 1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან 1 ჩ.კ. სოდა ლიმონის წვენში + 250 გ. ფქვილი. ცალკე ავთქვიფოთ 5 კვერცხის ცილა+1ჩ.კ. ლიმონის წვენი. მყარ ბეზეა რომ მიიღებ, კოვზით გადაურიე ცომში
გადაიტანე საცხობ ფორმაში და მოალაგე ზემოდან ნებისმიერი ხილი(დაჭრილი) ან კენკრა.
მეორესაც დაგიწერ ძაან ფაფუკი და გემრრიელია
2კვერცხი+200გ. შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე+200გ. რძე+100გ. ზეთი, ვანილი, 2ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან ერთი ჩ.კ. სოდა ლიმონის წვენში +300გ. ფქვილი. სქელი არაჟნის სისქის ცომი უნდა მიიღო. გადაიტან საცხობ ფორმაში და ამაშიც ჩაარჭობ ბევრ ხილს ან კენკრას
ორივე ცომს უხდება დაჭრილი ვაშლუ, ატამი, ქლიავი, გარგარი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, მოცხარი, ალუბალი..მოკლედ, რაც გაგიხარდება.
ცხობის პრინციპზეც დავწერ... საშუალო ტემპერატურაზე, ჯერ ქვედა წვა...ცომი რომ ფუვდება და მოშრობას დაიწყება, მერე ზედა წვაც ჩაურთე... ჩხირით გასინჯე. თუ სველი ამოვიდა ე.ი. კიდევ უნდა გამოცხობა ა.შ. მოკლედ...
თუ რამე გაუგებარია, მკითხე