ბუნებრივი საფუვრის დაყენება იდო აქ, დაგიკოპირებ სპოილერში. ბოლოში რეცეპტიც დევს პურის.
დედა ცომის (ბუნებრივი საფუვრის)მომზადება
ეს საფუარი მზადდება ფერმენტირებული ხილით კერძოდ ვაშლით და ქიშმიშით.
პირველ ჯერზე ვიღებთ 200 გრ წყალს, 40 გრ ქიშმიშს და სადღაც ნახევარ ვაშლს (ნუ თუ ძალიან დიდი ვაშლია ნაკლებიც).ვაშლი უნდა იყოს ტკბილი.მჟავე ვაშლი არ გამოდგება.(შეგიძლიათ 1ჩ.კ თაფლი დაუმატოთ) ვდგავთ თბილ ადგილას და ვაცდით რომ ადუღდეს.არ უნდა ამჟავდეს.ოთახის ტემპერატურას გააჩნია. ისე თუ სითბოა სამ დღეში უკვე მზადაა.მე ცოტა ხანი გარეთაც მქონდა მზეზე(მეორე დღეს) ცოტა რომ შემთბარიყო. სურათი მესამე დღისაა და ასეთი ბუშტუკები გაიკეთა. აუცილებელია ყოველ დღე ნაყენი შევანჯღრიოთ და თავზე მოვხადოთ, შემდეგ ისევ ვაფარებთ. ყველაფერი დამოკიდებულია ხილის შაქრიანობაზე.ტემპერატურაზე...შეიძლება 5-6 დღეც დაჭირდეს ძალიან რომ დაიგაზოს.
გადავწუროთ ნაყენი და ხილი გადავყაროთ. ეხლა ამ ნაყენით ვიწყებთ საფუვრის დაყენებას.
საფუვრის დაყენება (იკვებება 3 ჯერ)
1 ეტაპი---50 გრ ფერმენტირებული ხილის ნაყენი
50 გრ პურის ფქვილი( თუ ცეხვილს გამოიყენებთ უკეთესია ან ჭვავს)
ვურევთ კარგად და ვაჩერებთ 4 საათით.(თბილ ადგილას)
2 ეტაპი---ვამატებთ 100 გრ წყალს
100 გრ პურის ფქვილს (აქ უკვე ხორბლის თეთრი უმაღლესი ხარისხის ),ვურევთ კარგად და ვაჩერებთ 5-6 საათს.
3 ეტაპი---წინა ეტაპებიდან გაკეთებულ „ფაფიდან" ვიღებთ 100 გრ.(დანარჩენი იყრება) და ვუმატებთ ისევ 100 გრ ფქვილს და 100 გრ წყალს.ვურევთ და ვდგავთ მთელი ღამე მეორე დღისთვის.
მე 4 საათშიც გამიფუვდა მაგრამ შემდეგ პურის გამოსაცხობად ძალიან გაუჭირდა გაფუება ამიტომ ეხლა მთელი ღამე ვტოვებ რომ მეტად მოძლიერდეს.
ამ სამი ეტაპიდან მივიღეთ 300 გრ ბუნებრივი საფუარი.ყოველ 500 გრ ფქვილზე იხმარება 200 გრ საფუარი. (ზაფხულში ნაკლებიც დაჭირდება )დანარჩენს ვინახავთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღით. და ისევ ვიღებთ და ვკვებავთ.თუ ყოველ დღე პურს აცხობთ მაშინ აღარ არის საჭირო მაცივარში შენახვა.ფქვილი აუცილებლად უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის.
მაცივრიდან გამოღებულ საფუარს ოდნავ თბილი წყლით კვებავთ.აცდით კარგად რომ ამოვა შემდეგ გამოიყენებთ.ეს პროცესი ღამე შეგიძლიათ გააკეთოთ.დილით უკვე საფუარი მზად იქნება.ყოველ ჯერზე საფუარს იტოვებთ რომ განაახლოთ.შეგიძლიათ მარტო 50 გრ დაიტოვოთ.
თეთრი პური
200 გრ ბუნებრივი საფუარი
500 გრ პურის ფქვილი(შეგიძლიათ 50-100 გრამი ჭვავის ფქვილით შეცვალოთ)
300 გრ წყალი(წყლის დოზა ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული შეიძლება მეტი დასჭირდეს ან კიდევ პირიქით)
10 გრ მარილი
მოვზილოთ ცომი ისე რომ უნდა იყოს ელასტიური.ვაცადოთ გაფუება დაახლოებით 3-4 საათი.ყოველ ერთ საათში ცომი გდავკეცოთ,ეს პროცესი გავიმეოროთ ორჯერ მაინც.ამოვაგუნდაოთ ვაცადოთ 20 წუთი და შემდეგ მივცეთ ფორმა.ვდებთ ყალიბში და კიდევ ვაცდით გაფუებას.მე ერთი საათის შემდეგ ვანთებ ღუმელს და ვდგავ თუჯის ქვაბს ( ყველაზე დაბალ თაროზე თავსაფრის გარეშე) გასახურებლად 1 საათით.ვსერავ პურს ვდებ ქვაბში თავზე ვაფარებ და ვტოვებ 15 წუთით მაქსიმუმ ტეპერატურაზე მარტო ქვედა წვით.15 წუთის შემდეგ კიდევ 10 წუთი ზედა ქვედა წვა და ვუწევ ტემპერატურას 200 გრადუსზე.შემდეგ თავზე ვხდი და ვაგრძელებ ცხობას სადღაც 40 წთ მაინც.
https://m.facebook.com/groups/1777449442325...189009504502935ეს მარტო ქიშმიში და წყალია. ასე უნდა იყოს დაგაზული დაახლოებით
არ მაქვს ახლა გამოკვებლი თორემ მოგაწვდიდი, რომ ცხელა აღარ ვაცხობ.
როცა მექნება შეგახვედრებ.