cvancaრეცეპტი უმარტივესია


ინგრედიენტები
400გრ შვრიის ორცხობილა
100გრ გამდნარი ნაღების კარაქი
300 გრამი არაჟანი(მაღალპროცენტიანი)
300გრ ცხიმიანი ხაჭო
500გრ ნაღები 23% დან
250გრ შაქარი ან შედედებული რძე (სიტკბო განსაზღვრეთ გემოვნებით)
ვანილი
ჟელატინი (ინსტრუქციის მიხედვით)
1 ც ლიმონის წვენი
1.დააქუცმაცეთ წმინდად ორცხობილა,დაუმატეთ გამდნარი კარაქი და დატკეპნეთ ფორმაში,შედგით საყინულეში.მანამ სანამ მთავარ მასას მოამზადებთ

2.მოათავსეთ ჟელატინი ცეცხლგამძლე ჭურჭელში ,დაასხით წყალი .(ინსტრუქციის მიხედვით) გაფუებული მასა დაადგით დაბალ ცეცხლზე ,გააცხელეთ (არ მიიყვანოთ ადუღებამდე)
3.მოათავსეთ ჯამში ხაჭო,არაჟანი,ნაღები,შაქრის ფხვნილი ,ვანილი და ათქვიფეთ ჰაეროვან მასამდე,დაუმატეთ ლიმონის წვენი და ოდნავ შეგრილებული ჟელატინი

4. გადაიტანეთ ბისკვიტის ფორმაში და შედგით მაცივარში მთელი ღამით

5. დანარჩენი თქვენი ფანტაზიის მიხედვით იმოქმედეთ
6. ვანილიანი მასა შეგიძლიათ რამოდენიმე ნაწილად გაყოთ და სურვილისამებრ გაამდიდროთ ხილით,ყავით,შოკოლადით

7. თითოეული ფენა "გაამაგროთ" და ისე დაასხათ შემდეგი ფენა