ლაგერი ლუდი ლამის ყველა ქვეყანაშია, ნატახტარიც ლაგერია

მოკლედ რაკი ე.წ. მწარე ლუდი არ გიყვარს ამიტომ გირჩიეს ლაგერები...
90% ლაგერების მწარე არ არის.
აი დაახ. ისეთი გემოები აქვთ როგორც "Stella Artois", "Grolsch", "Heineken", "Lowenbrau"...
გასინჯე გერმანული პილსნერები... ეგენიც ნაკლებად "მწარეა" ვიდრე ჩეხურები. მაგ.: "Krombacher", "Bitburger"...
ლაგერები და პილსნერები არის ქერის ლუდები... მსუბუქი, შუშხუნა....
ვაიცენები არის ხორბლის ლუდები - უფრო მსუყე, მოტკბო, ბანანის გემოებით, საფუარიც იგრძნობა.
რაკი ასეთი გემოები მოგწონს გასინჯე ყველა Weizenbier, Weissbier, Hefe-Weizen... ესენი არის ე.წ. გაუფილტრავები
არსებობს გაფილტრული ვაიცენები - Kristallweizen, Kristallklar...
არსებობს მუქი ვაიცენები - Dunkel, Dunkelweizen...
* * *
Yojikკი, ვიყავი... კაი ვსვი და კაი ვჭამე.
ძალიან ლამაზი ადგილია. მდინარე არის ისეთი სუფთა კენჭები ჩანს ფსკერზე.
არადა იცი რა მდინარეა? დუნაი!!!
მტკვარში კენჭები რომ ჩანდეს ხო წარმოგიდგენია