Master_Nickმიკელერის ვაინელი არის ძალიან საინტერესო და გემრიელი ლუდი... ხილის ლუდია, ფლეივორდ კატეგორია.. არ არის არც სოური, არც ლამბიქი
ზომიერი სიმჟავე აქვს, ყურძნის არომატი და გემო... თეთრი ღვინის და ლუდის ნაზავია... იდეალური ალკოჰოლის შემცველობა აქვს
ვისაც სოურები და ლამბიქები უყვარს ესეც მოეწონებათ
პირადად ჩემთვის ცოტა მეტი სიმჟავე და ცოტა უფრო მძაფრი გემო კარგი იქნებოდა, თუმცა არ არის ეს მჟავე ლუდის კატეგორია და ვერ მოთხოვ ამას... მოკლედ როგორც ხილის ლუდი ძალიან კარგი რამეა და სასიამოვნო... საერთოდ არ იგრძნობა 8.1% ABV ისე რბილად მიდის
9 მთის რედ ელს რაც შეეხება, საკმაოდ ნორმალური რედ ელია... რათქმაუნდა ბრიუდოგის 5AM სეინთთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ საკმაოდ ნორმალურია... არომატი მშვენიერი, გემოც ნორმალური... კარგად წავიდა მოკლედ, თან ისეთი ლუდების შემდეგ როგორებიც ბრიუდოგის ფანქი, სტოუნის IPA და ნოგნეს IPA არიან... რესფექტი ჩემგან, თან მუქთა იყო და რა გვენაღვლებოდა

6 ბოთლი გვაჩუქეს
კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო 9 მთას იდეალური გარემო, ყოველ მისვლაზე რაღაცა ისეთი ხდება, რაც სხვაგან საქართველოში არასდროს მომხდარა და ძალიან სასიამოვნოა
მოკლედ ესეთი სიტუაცია მოხდა, მაცივარში ელაგა ბოთლის ფანქები და გარედან შევდგი ქილის გასაციებლად... რო გაცივდა ამომიტანეს და იქიდან გამომდინარე რო გარეთ დიდი ხანი იყო ნადგომი, გახსნისას კაი ბლომად ამოვიდა ქაფი და თითო ქილიდან ( 3 ქილა ავიღეთ ) დაახლოებით 50-70 გრამი ლუდი გადმოიღვარა...
ანგარიში რო მოგვიტანეს ბევრი სხვადასხვა ლუდი ეწერა, მაგრამ პირველივე ეწერა ბრიუდოგი და მომხვდა თვალში რო ეწერა 3 ბრიუდოგის ფანქი ( 6 ავიღეთ სულ ) ხოდა ვუთხარი მეთქი შეცდომაა ნაკლები წერიათქო და თურმე რა მომხდარა... მიუხედავად იმისა რო ეს ქილები მაინც დავლიეთ და 20% ლუდიც არ დაღვრილა, მაინც დისკომფორტია მაგიდაზე რო დაიღვრება და წვალობა გიწევს მერე... ხოდა არ ჩაგვიწერეს საბოლოო ანგარიშში ის 3 ქილა.. რათქმაუნდა ჩავაწერინე და მაინც გადავიხადე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო მომენტია

მანამდე ბართან დავლიე ბოთლის ფანქი და თავსახურებს რო ვაგროვებ აღარ ახსოვდა ვინც დამისხა იმას და გადააგდო, ხოდა ვუთხარი ვაგროვებთქო, რო არ მომცა, მარა გადაგდებული ქონია უკვე და იასნია ვეღარ მომცემდა, ნუ მეთქი არაუშავს დაიკიდე, დაიმახსოვრა მოკლედ და როგორც კი ვიღაცამ მაგიდაზე ბოთლის ფანქი აიღო, იმის თავსახური მომიტანა... ეგეც ხო ვითომ დიდი არაფერი, მარა გისწორდება რა

ფეხბურთმა გატეხა, 9 მთამ გაასწორა
იდეალურად მიდის ნაბახუსევზე, გუშინ კაი ბლომად კი დამილევია დღეს რო გადავთვალე

This post has been edited by BeerLover on 2 Jun 2019, 14:14
“Beer’s intellectual. What a shame so many idiots drink it.” - Ray Bradbury