Faulknerმაინც და მაინც ბოთლებს რატო ეძებ?
დაჯექი 9 მთაში ბართან, არც მომსახურების პროცენტია ბართან რო ზიხარ და სტაფიც იდეალური ყავთ, თან სვი (თუ გინდა ბოთლის აიღე, არც ეგაა პრობლემა

), თან ესაუბრე, აგიხსნიან ბევრ რამეს სხვადასხვა ლუდებზე... სახლში სმას ბარში ჯდომა არ ჯობია? სავსეა საღამოს ტურისტებით, იდეალური გარემოა... მარტოც მივსულვარ ბევრჯერ ისე მისწორდება მანდ ყოფნა...
ტოპს რაც შეეხება, ბოთლების ესენია კარგები
brewdog punk ipa
brewdog 5am saint
brewdog dead pony club
brewdog jet black heart
brewdog lost lager
mikkeller spontandryhop
mikkeller brown ale
nogne o india pale ale
nogne o american pale ale
nogne o saison
კიდე ბევრი რამეა
გკითხავენ რა მოგწონს, როგორი, რა გემოზე და ა.შ. და იმის მიხედვით აგირჩევენ კარგ ვარიანტებს
ეგეც ისეთი თემაა ყველას სხვადასხვა რამე მოწონს... თუ მაინცდამაინც მაღალი რეიტინგის ლუდებს ეძებ, გადახედე რეები ალაგია, შედი მერე რეიტბიარზე და იმის მიხედვით იყიდე...
ბევრი ძალიან მაგარი რამე აქვთ ჩამოსასხმელი ისეთი, რაც ბოთლის არ არის, მაგალითად მარტო სტოუნის IPAს გამო ღირს მანდ მისვლა, სხვა თუ არაფერი...
ბოთლისას რო იყიდე რამე ყოველთვის გაითვალისწინე რითი დალევ... დასერჩე რომელი ჭიქაა მაგ სტილის ლუდის და ეცადე მსგავსი ჭიქით დალიო... შეიძლება ეხლა იფიქრო რო მაქსიმუმ 10% მოგცეს სხვაობა სწორი ჭიქით დალევამ და დაიკიდო, მარა არ არის ეგრე, უდიდესი სხვაობაა როდესაც სწორი ჭიქით სვამ, სულ სხვანაირად ისხნება არომატები და გემოები
This post has been edited by BeerLover on 3 Jun 2019, 19:03
“Beer’s intellectual. What a shame so many idiots drink it.” - Ray Bradbury