YojikGoldenSkyსრულიად გეთანხმებით.
ყველა რეიტინგს გავარტყი, რომელიც არსებობს ამ ქვეყნად.
ყველაფერი ინდივიდუალური რომ არის ამ ხალხს არ ესმის.
თითქოს ყველა ცდილობს რომ ფასი დაუკარგოს გემოვნებას და ყოველთვის იყენებნ არაბუნებრივ ტერმინოლოგიას, რომ ! ეს რეიტინგით ასე არის, რეიტინგით ისე არის.
სულ ფეხებზე მკიდია რეიტინგში გაუფილტრავი ფრანცისკანელი რომელ ადგილზე არის, ახლაც სიამოვნებით ვსვამ და სანამ მომეწონება, მანამ სიამოვნებით დავლევ.
მსგავსი რეიტინგობანა გამახსენდა : ვატიკანში ვიყავით რამდენიმე ქართველი - მე, ჩემი ორი მეგობარი და ამ მეგობრების მეგობრები.
მე მშვიდად ვათვალიერებდი - განსაკუთრებით მომხიბლა ე.წ. რაფაელის ოთახმა, ბორჯიების ოთახმა ( ლეგენდარული ძველი ბერძნული ფილოსოფიის სკოლა არის გამოსახული მაქ ) - სისტინის კაპელისკენ მივდიოდით მოკლედ და ანტიკური ხელოვნებიდან თანამედროვეობამდე მიდიოდა - მოკლედ, თანამედროვე ხელოვნების ოთახში რომ შევედით - ორი წუთი გავჩერდი და გულის რევა ვიგრძენი ისე არ მომეწონა იქაურობა - რაფაელის, და ვინჩის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ჯოტოს და ა.შ. მერე.
ვუთხარი ამათ, მე კაპელისაკენ წავალ - თქვენ დარჩით არაა პრობლემა თქო.
გარეთ რომ გავედით, რაღაც დაცინვასავით დამიწყეს, შენ ხელოვნება არ იციო და დამიწყეს ვიღაც მართლა დიშლა კრიტიკოსებისა და რეიტინგების ენით საუბარი.
( მაგ ენით რომ იწყებს ადამიანი საუბარს, იმასთან აღარ ვსაუბრობ - ე.ი. თავისი აზრი არ გააჩნია და სხვისი აზრის გამტარებელს რა უნდა ელაპარაკო ? )
მოკლედ, დედის ერთი ადგილის გინება რომ მიიღეს შუა რომში - მერე დამშვიდნენ და თქვენ რომ იცოდეთ რაზე დამიწყეს ნამიოკებით დაცინვა რომ არ მომეწონა
პოლ კლეეს ( კ-ს ადგილას სხვა ასოს ჩასმა სჯობს, მაგრამ კარგი, ჯანდაბას ) შედევრი

ან მატისის გასაოცარი ქმნილება

მე არ დამიწყია მაგათი კრიტიკა - მოგწონს ? შეგარგოს ღმერთმა. მე გამანებე თავი ჩემი ხედვა მაქ და ფარშევანგებს არ დავსდევ პეროს ამოსაპუტად.
შეირგეთ ეს დედა აფეთქებული გინდ ხელოვნების აღქმა, გინდ ლუდი და სხვას ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას თქვენი აზრის გამო, არაა კულტურული. ვულგარულია.