გუშინ მომიწია ტაბიძის ბერნარდში გასეირნება. პირველად ვიყავი.
მიზეზების გამო 9 მთაში ვერ შევედი.
რაც გავსინჯე:
პაულანერის ვაიცენი - მწარე და არასაკმარისად ცივი.
კრომბახერის პილსი - სტანდარტული და ასევე თბილი.
ბერნარდი (თეთრი) - სტანდარტული, კარგად ცივი. თან ყველას ეს სჯობდა
ჰუგარდენი გამოილიაო.
ლეფე აღარ გვაქ და არ ვიცით როდის გვექნებაო (ალბათ ნატახტრის ჩამოსხმამდე არ ექნებათ

)
საჭმელი საკმაოდ ბევრი რამ გავსინჯე, ბევრი ძირითადი კერძი. ხაჭაპური შამფურზე მომეწონა მხოლოდ.
ხალხით გატენილი, შესასვლელად რიგში ვიდექით დაახლოებით 20წთ.
აზრზე არ ვარ რა მოსწონთ მანდ....
მშიერ მწყურვალი წამოვედი, მეორედ მანდ მიმსვლელი არ ვარ