Master_Nickგასინჯე ორვალი თუ ჯერ არა?
მაგრად მაინტერესებს რას იტყვი ორვალზე
შენ გემოვნებას რასაც ვუკვირდები, მემგონი ძალიან უნდა მოგეწონოს
ურბილესი და უგემრიელესია
GoldenSkyბოთლით სვამდი აქამდე?

ვაიცენის ბოთლიდან დალევა დაახლოებით იგივე ვარიანტია, ღვინო რო საწრუპით დალიო
ვაიცენის მთელი მუღამი არის, დაასხა ისე რო კარბონიზაცია ნორმალურად გამოუშვას, მაგრამ არ აიმღვრეს და ფსკერზე რო დარჩება ცოტა, შეანჯღრიო რო საფუარი გახსნა და ჩაუშვა ჭიქაში მერე ეგ ანჯღრეული სითხე, ბუნდოვნება რო მიცეს ლუდს და არომატი და გემო გაუმძაფროს... 10ჯერ მეტი სიამოვნებაა სწორად დასხმული ლუდის დალევა

ბოთლიდან მაქსიმუმ IPA დალიო, დანარჩენს ყველაფერს სწორად დასხმა და სწორი ფორმის ჭიქა ჭირდება...
This post has been edited by BeerLover on 3 Jul 2019, 20:26