გეთანხმები... სამი დიდი ამოცანა გიდგას ხარშვისას:
1) ვიზუალი ანუ დაიჭირო ფერი - ლიმონ-ფორთოხლისფერიდან გრეიფრუტს შორის ფერის გამა და მღვრიე ფორმა რაც NEIPA-ს ასე გამორჩეულს ხდის.
2) სხეული... ბლანტი, ცოტა სქელი და ამავე დროს კარბონიზირებულ-შუშხუნა. მსუყე გემოთი, ლამის ისეთი როგორიც ვაიცენებს აქვს.
3) სურნელი.... ეს ალბათ ყველაზე ძნელია. NEIPA არის სურნელის ბომბა.
შედარებისთვის ჩვენს IPA-ში იხარშება 250 გრ. სვია სიმწარისთვის და დრაი ჰოპინგზე ეძლევა 150 გრ სურნელისთვის. ჯამში = 400 გრ. IBU = დაახ. 105.
NEIPA-ში იხარშება 150 გრ. სიმწარისთვის, ვირლპულის (ე.წ. გაგრილების) დროს ეძლევა კიდევ 150 გრ. ნაწილობრივ სიმწარე და ნაწილობრივ სურნელი.
1-ლი დრაი ჰოპინგი - 150 გრ. სურნელი, მე-2 დრაი ჰოპინგი - 150 გრ. სურნელი. ჯამში = 600 გრამი. IBU = დაახ. 45-55.
ჰოდა ზუსტად ეს ორმაგი დრაი ჰოპინგ არის ძალიან საფრთხილო საქმე. ლუდს არ უყვარს ბევრი "წვალება" დუღილისას და შეიძლება გაგიფუჭდეს.
ეს ერთი და მეორე ე.წ. სტანდარტი სვიები გაძლევს სტანდარტ არომატებს. რაც უკვე თითქმის ყვეალამ იცის.
ახლა ტრენდშია ახალ ზელანდიური სვიები, მაგ. ნელსონ სოვინი... აი ის ზემოთ პოსტში შნაიდერის ბოთლზე რომ აწერია. ეს სვიები მცირე რაოდენოთ მოყავთ, ორჯერ ძვირია და თითქმის არ იშოვება არსად - sold out

იმდენად დიდია მოთხოვნა რომ სახარშები მთელ მოსავალს ერთი წლით ადრე ყიდულობენ.
წელს გამოჩნდა ე.წ. "მექსიკური" სვიები. ამაზე გიჟდება ახლა ვესტ ქოსთის ამერიკა. 2-3 წელში შეჯდება ამაზე მსოფლიო.
ჰოდა NEIPA ზუსტად ამ სფეროში იგებს ყველაზე მეტად. ვინც ახალ სურნელს შესთავაზებს კლიენტს ის არის მაგარი.
ეს ჩვენი პირველი ცდაა. მთავარია პირველი ორი კომპონენტი დავამხეცოთ, სურნელისთვის სვიები გვინდა... მაგასაც ვიშოვით და აი მერე მართლა საინტერესო იქნება.