ტრემენსი არის ზე კლასი...
დიდი ხნის წინ მქონდა დალეული... გემო არ მახსოვდა, სასიამოვნოდ გავვოცდი რომ სვიის გემო აქვს ჩეხური Saaz-ის.
ჩვენ პილსნერს ზუსტად ამ სვიას ვაძლევთ და 100% არ შემეშლება, Saaz-ი აქვს უეჭველი.
აქვს საოცარი ფერი... აი ზუსტად რომ "GOLDEN ALE" ამ ფერს შეეფერება.
კრემისებრი ქაფი... ზღაპრული ქაფი. ნამცხვრის კრემი რომ ძალიან კარგად აგითქვეფია ეგეთი

სქელი, სქელი, თეთრი... ბუშტუკები თითქმის არ აქვს.
სურნელი კი გითხარი... "სააც"-ის ბალახეული, ბოსტნეული, ფოთლოვანი ტყეების სუნი... სუუულ, სულ ცოტა ქინძი. ლა შუფში ქინძი უფრო იგრძნობა, აქ ნაკლებად.
კარბონიცია დაბალი... ელს რო უნდა ისეთი... არაა შუშხუნა... ისმება მსუბუქად.
არ ტოვებს არანაირ შემდგომ, გვიან გემოებს. სმისას გრძნობ და ხედავ რომ სვამ ძალიან მაღალი კლასის სასმელს და გსიამოვნებს.
საერთოდ არ იგრძნობა ალკოჰოლი... ასე როგორ დამალეს 8% ABV ნამდვილად არ ვიცი.... ბრავო.
ალკოჰოლს გრძნობ შემგდომ... გრძნობ რომ თვრები, მაგრამ თვრები სასიამოვნოდ.
ჩემგან ამ ლუდს 100/100.