[LoD]-Bagraზუსტად რო არაფერი პირადული მაგიტო ვერ ვხვდები რატო იცავ გერმანიის ინოვაციურობას, რაღაცა აბსტრაქტულ ამბავს, რაც რეალურ სამყაროში არ ჩანს და უნდა დავთანხმდეთ მაგ მიდგომას იმიტო რო იქნება რაღაცა უბრალოდ ჩვენ არ ვიცით....
სადმე მითქვამს რო გერმანული ლუდი არ მომწონს? უბრალოდ ვამბობ იმას რო რითიც გერმანია ამაყია და რა სტილიც მანდ დამკვიდრებულია, არ არის ეგ იმხელა არეალის მქონე რო დაატოლო კარგ კრაფტებს ან ბელგიურ ელებს და ბევრ სხვა კომპლექსურ ლუდებს... რაც არის კარგია, მაგრამ არის მარტივი და მცირე შინაარსის მქონე...
ჩემთვის ლუდი ხელოვნების დარგია და ყველაზე მეტად ვაფასებ სიმდიდრეს, არაპროგნოზირებადი გემოების დაბალანსებას, კომპლექსურობას და ა.შ. ეხლა ჩეხურ წყალზე და გერმანულ ლუდში თითქმის ცარიელ ბანანზე უნდა ვიძახო საოცრებაა და შედევრიათქო? კარგია რაც არის, მაგრამ არ არის იმ საფეხურზე რო დაატოლო მაგალითად ქუადებს, იმპერიალ სტაუტებს ან ლამბიქებს... რქაწიტელიც ძალიან მიყვარს მე და 2 ტონა მაქვს ლამის სახლში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიძახო უსახელაურს არ ჩამოუვარდება ხარისხითთქო, რომელი ღვინის მოყვარული დამიჯერებს?
ვერ გამიგე მგონი სწორად, არც იმას ვამბობ რო გერმანული ლუდი არ მომწონს და არც "ვაჯვამ" გერმანიას... ვლაპარაკობ იმ სხვადასხვა არეალებზე რაც ლუდის ინდუსტრიაში არსებობს
მიღებული ფაქტია რო აშშ-მ და სკანდინავიამ დაიწყეს ახალი ერა ლუდის სამყაროში და არარეალური პროგრესი განიცადეს უმოკლეს დროში... არამგონია ეს საკამათო იყოს
და კი ჩემი სუბიექტური აზრია რო გერმანია უკან მოიტოვეს, მაგრამ ვერ ეხებიან ბელგიას
Yojikეს კეგი დიდხანს ვერ იცოცხლებს, მაგრამ კიდე ჩამოვიტანთ
This post has been edited by BeerLover on 19 Aug 2019, 17:05
“Beer’s intellectual. What a shame so many idiots drink it.” - Ray Bradbury