კარგი ჰეიზი ლუდია... კარგი კარბონიზაციით, კარგი ფერით.
გემოები:
მოტკბო - მსხალი (ეს როგორ აღმოჩნდა ოღონდ არ ვიცი

)
მომწარო - მძლავრად გრეიპფრუტი (პირველი გემო), ლაიმი და ლიმნის ცედრა (ფინალური, long lasted taste).
ABV = 7.2%
პირველ მოხარშვაში გამოვიყენეთ შემდეგი სვიები:
ხარშვა - სიმწარე: სენტინიალი და ჩინუკი:
ვირლპული და დრაი ჰოპი: კასკადი, ამარილი, სენტინიალი, ჩინუკი.
გამომდინარე სვიებიდან არ გვაქვს ფორთოხლის, მანგოს, ანანასის და ა.შ. ტკბილი გემოები. ჩვენი NEIPA უფრო მომწარო-მომჟავოა ვიდრე ტკბილი, თუმცა მაგარი რეფრეშერია.

მიღებულმა გემოებმა მაგრად გამაკვირვა.
ჩვენ IPA-საც ამ სვიებით ვხარშავთ, მაგრამ იმ განსხვავებით რომ კასკადს და ამარილოსაც ვხარშავთ და მწარე სვიებს (სენტინიალს და ჩინუკს) დრაი ჰოპზე არ ვაძლევთ.
მეორე მოხარშვა NEIPA მოვხარშეთ სხვა სვიებით: Citra, Columbus, Azacca, Lemondrop.
წესით ეს უფრო მოტკბო უნდა იყოს... Citra ციტრუსებს და Lemondrop-ი ნესვის, ანანასის გემოებს მისცემს.
3 კვირა უნდა მეორე batch-ს რომ გავსინჯოთ.... ვნახოთ როგორი გამოვა.
პ.ს. ლუდზე დამირეკე, პრობლემა არაა... საბურთალოზე მაქვს. ნომერი PM-ში.