მოკლედ ბელგიურების დატესტვის შემდეგ, ჩემთვის პატარა დასკვნები გავაკეთე.
საერთო ჯამში აშკარად ძალიან განსხვავებული და სპეციფიურებია, მარტო რომ უნდა წრუპო და მიიღო სიამოვნება. აი სასტავი გავედით ლუდის დასალევად, მაგისთვის არ გამოდგება. მაგრამ საღამოს მარტო ან ცოლთან ერთად მისწრებაა

)
საერთო ჯამში ველოდი, რომ ალკოჰოლს ნაკლებად ვიგრძნობდი, მაგრამ მაღალი abv თავისას შვება, განსაკუთრებით შემთბარზე, მაინც იგრძნობა.
დარქ სტრონგ ელები და dubbel ორივე ძაან მომეწონა, ალბათ კიდევ ვიყიდი.
Chimay Blue -- #1 ალბათ ყველაზე კარგი იყო დატესტილებში, ერთ-ერთი საუკეთესო ლუდი რაც დამილევია. მაღალი ალკოჰოლი ალბათ ყველაზე კარგად აქ იყო დამალული.
Rochefort 8 - #3 ძალიან კარგი, მაგრამ იდეალურს ვერ ვიტყვი რადგან შოკოლადის თუ რაღაც მსგავსის გემო/სუნი ოდნავ მეზედმეტა.
ნუ ორივეზე შემიძლია ვთქვა, რომ მადისაღმძვრელი სუნი, არმატულობა, კომპლექსურობა, ყველაფერი ერთადაა, თან საოცარი ბალანსი არც ზედმეტად ტკბილი, არც მწარე, არც მჟავე. იგივე პრიორ 8-ზეც.
dubbel:
St. Bernardus 8 - #2 შიმეს მერე მეორე ადგილზე გავუშვებ, იდეალური ბალანსი გემოებში, უმაგრესი სუნი, მინუსი ოდნავ ზედმეტად იგრძნობოდა აკლოჰოლი
Westmalle Dubbel - #4 ოდნავ უფრო მეტი სიტკბო ქონდა ვიდრე მე მომწონს და ბერნარდუსთან შედარებით ნაკლებად მრავალფეროვანი მომეჩვენა მაგრამ მაინც კარგი იყო.
Tripel:
Westmalle - Tripel #7
Karmeliet - Tripel #8
Westmalle უფრო მომეწონა
მაგრამ ცოტა იმედგაცრუება, აშკარად არაა საჩემოები. კი დავაფასე გემოების კომბინაცია, სასიმოვნოა, უბრალოდ ციტრუსების და ის ხილები რაც აქ ჭარბობს, ალბათ არაბელგიურებში უფრო მომწონს და მაგ მუღამზე თუ ვიქნები, უფრო იპებს მივაწვები, არ ვიცი რამდენად სწორი შეფასებაა.
და საფუარის სიმწარე მგონი Westmalle-ში ვიიგრძენი ყველაზე მეტად და არც ისე სასიამოვნო.
ქუად:
La trappe Quad - #5 გაორებული გრძნობა, აი როგორც ლუდი ვერ აღვიქვი, მაგრამ როგორც ბრენდის/კონიაკის მოყვარულმა თითქოს მივამსგავსე გემო და ძალიან გამისწორდა, თუმცა მეორედ რამდენად მომინდება არ ვიცი. ალბათ კი, ოღონდ როცა ლუდის მუღამზე არ ვიქნები.
ამბერ/დარქ ელი:
Orval - #6 ძალიან არაპრეტენზიული და არა დატვირთული მომეჩვენა, სხვებთან შედარებით, ზედმეტად ჩვეულებრივია, თუმცა კარგი

ნუ ეს ყველაფერი თითო ბოთლის დალევით და ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი

ალბათ რამდეჯერმე დატესტვა, უფრო სხვანაირ შეფასებაბმდე მიგიყვანს
This post has been edited by Dybala on 25 Aug 2019, 01:26