FranziskanerWeissbierიმედი მაქვს რომ არ იციან და ეშლებათ. ყოველ შემთხვევაში იქ ვინც იყო, მართლა ვერ ერკვეოდა რასაც ყიდდა.
თან არაფრით არ გამასინჯეს

მინიმუმ ლიტრი უნდა ჩამოვასხათო, მეთქი ჰა, ჯანდაბას ჩამოასხი.
გერმანულ ლაგერებს ფაქტიურად არ ვსვამ და ვერ მივამგვანე ვერცერთს, მაგრამ ალბათ მიღება/გაყიდვისას სახელში აურიეს რაღაც ან რავი აბა..
ჩემგან დიდი მინუსი მაგ ფილიალს..
GoldenSkyროგორც წესი, მასეთ გიგანტებში განსხვავება პრაქტიკულად არაა. სხვადასხვა პარტიებზე თუ იქნება რამე მიზერი, ისიც რთულად შესამჩნევი. იმიტომ რომ ტექნოლოგია მკაცრად კონტროლდება და ექპერიმენტები მაგათი სტილი არაა. ეგ კრაფტში. დანარჩენი უკვე შენახვა/ტრანსპორტირების და სხვადასხვა მწარმოებელი ქარხნის ამბებია.
მაგალითად პილსნერი შემოდის ჩეხური და გერმანული ჩვენთან, შეგიძლია შეადარო.
შენახვის პირობები თუ დაირღვა (მაგალითად ქილა თუ გაიღუნა. შიგნიდან დამცავი ფენა უსვია, რაც ზიანდება ქილის მირტყმა-მორტყმით ან დაკუჭვით და შემდეგ გარე მეტალთან შედის სითხე რეაქციაში) მასეთ ქილას უნდა მოერიდო ყოველთვის. ნიკორაში ძალიან ბევრჯერ მინახავს დაჭმუჭნული ქილები.
ბოთლი კარგია, მაგრამ ბოთლსაც აქვს თავისი მინუსები, მუქი კია, თუმცა შუქი მაინც აღწევს შიგნით. ლუდს კი შუქი არ უყვარს.
იდეალური ჭურჭელია კეგი, თუმცა ამას სხვა მინუსები აქვს