არაფერს, მაგრამ კეცზე ვინღა აცხობს ხაჭაპურს.
იმერეთის ან გურიის სოფლებში ოჯახში სადაც მიჭამია სასწაული ხაჭაპურები, ტაფაზე დამცხვარი იყო ყველა.
კეცს აღარ ხმარობენ ძირითადად, ტაფა უფრო პრაქტიკულია...
ეხლა ზოგ თბილისურ რესტორანში შეიძლება აცხობდნენ კეცზე და გემრიელსაც, დაწუნებით ინტრიგანი უნდა იყო რომ დაიწუნო, მაგრამ მე ის გურული ბებოს გამომცხვარი სიფრიფანა ხაჭაპური მირჩევნია, გემოსთან ერთად სხვა სულიც რო აქვს...
სხვა კერძებისგაბ განსხვავებით, ხაჭაპურში ცხობის ტექნიკასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველს.
და რესტორანს ვერასოდეს ექნება სახლში რო თვითონ ამოყავს ბებოს, იმაზე უკეთესი ყველი, ყველაზე კარგ შემთხვევაში იგივენაირი ქონდეს...
ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო ხაჭაპური რაც მაქვს ნაჭამი, ნაჭამი მაქვს გურიაში, გომში.
ჩემი მეგობრის ბებიასთან შევიარეთ მეგობრებმა და დაგვიცხო ხაჭაპურები.
სიტუაციის დამსახურებაც იყო ალბათ, მაგრამ ჩაი და ხაჭაპური მასე გემრიელად არასოდეს მიჭამია...
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახშიც იმერულ-გურული სტანდარტით ცხვებოდა ხაჭაპური, ტაფაზე და თხელი...
მე უფრო გურულს ვეძახი, იმერლებმა კომერციის სახე მისცეს, ზესტაფონის ხაჭაპური ამ ქართული #1 მშვენების სირცხვილია