მამაო ენუქიBeerLoverMaster_Nick"პანიკაში" ვარ, სამუშაოს ვინა სჩივის, სათევზაოდაც აღარ გავდივარ სახლიდან, ვაითუ თევზმა დააცემინოს, სად წავიდე მერე მე?
აქედან კუკია შორია, "გზა" ხარჯიანი იქნება, ამიტომ ვზივარ სახლში ბუსავით.
პ.ს. ახლა გავდივარ ლუდის საყიდლად, ისევ ადგილობრივი უნდა ავიღო.
ამერიკელებმა იძულებული გამხადეს ევროპულებზე უარი მეთქვა.
ქრაფთებზე ვარ გადასული, ძალიან დიდი არჩევანი აქვთ.
კერძო პატარა სახარში აქვთ მეზობელ ქალაქში, ყველა ჩვენთვის მოსაწონი მისაყოლებელით, თან ნატურალური პროდუქტებით.
ეგ არის რომ იქვე ვერ გეახლებით, რადგან საჭესთან ნასვამს ვერ დამსვამს თვით ღმერთიც, ჩამოსასხმელი უნდა წამოვიღო.