კაცია და გუნება, ვინ რას ანიჭებს უპირატესობას.
სხვისი შრომის დაფასება რომ არ ვიცით ქართველებმა, ეგეც ფაქტია.
ტიპებს უნდათ ვიღაც მეხინკლე წელში გაწყდეს და დღეში 20 ლარად იმუშაოს.
თან იმასაც იტყვიან, დღეში 20 ლარს რას უწუნებ, აგერ ფრესკოში კონსულტანტები დღეში 10 ლარად წყდებიან წელშიო...
მეპატრონემ კიდე პროდუქტები აკონტროლოს, გემო აკონტროლოს, მომსახურების ხარისხი აკონტროლოს და თვეში 1500 ლარი დარჩეს.
სასტავს თან ის არ მოწონს მათხოვრული ხელფასები როა ქვეყანაში და თან სხვის შრომაში ფულის გადახდა არ უნდა, სხვა კაპიკებად უნდა მოემსახუროს.
ვინც თანამშრომელს ადამიანურ ხელფასებს უხდის, ყველგან მაღალი ფასები იქნება ბაზართან შედარებით იმიტომ, რომ უმეტესობა მათხოვრული ხელფასის სანაცვლოდ ამუშავებს დასაქმებულებს, სხვა გზა რო არ აქვთ და უმუშევრობას კაპიკები ურჩევნიათ.
ღორ ბიზნესმენებს არ ვიცავ არანაირად, მაგათი დედა###### ყველასი, მაგრამ ღორი ბიზნესმენები არიან მილიონებს რო შოულობენ, პროდუქტს 100=200%-იანი ფასნამატით ყიდიან და თანამშრომლებს მათხოვრულ ხელფასებს უხდიან...
მაგალითად ვიღაცას რო ჩინეთიდან 10 ლარად სიტყვაზე დანები, ჩამოაქვს, 100 ლარად ყიდის და გამყიდველს 5 ლარს უხდის ეგაა ღორი.
და მეორე ვიღაცა რო თავის ხელით აკეთებს ბევრად ხარისხიანს, ერთი დანის დამზადებას ერთ კვირას უნდება და 200 ლარად ყიდის, არანაირად არაა ღორი...
შემომეჭამაზეც ვიტყვი კონკრეტულად.
აქ თუ ვინმეს გონია რო ყოველი ხინკლის მონდომებაზე შემომეჭამაში ვიჯექი, ძაან ცდება

მაქსიმუმ 2-3-ჯერ შემევლო წელიწადში, ვინმე ხინკლის მოყვარულთან ერთად, მარტო გემრიელი ხინკლის ჭამა რო მომინდებოდა...
ძირითადად მეც ამ ქალაქური ხინკლების მუშტარი ვარ - ვარაზი, HB, ჰაკერ-ფშორი თუ მსგავსი სახინკლე-ბარების...
იმიტომ რომ ბევრად კომფორტული გარემოა და ფართო არჩევანი, საჭმელში თუ სასმელში.
ხინკალი იაფი ღირს და იაფად გამოვდივარ მეთქი, ვერ ვიტყვი

აგერ ამ თვეში ვარაზში ვიყავით 4 კაცი, 500 ლარამდე მოვიდა, 1.20-ად აქვთ ხინკალი ოღონდ

ფოტო გადავუღე ანგარიშს და ვნახე ეხლა გუგლ ფოტოს არქივში.

ამ ფასად მაგ შემომეჭამაში იგივენაირად 10 კაცი მოილხენდა.
მაგრამ შედარე შემომეჭამას ინტერიერი ვარაზის ინტერიერს.
ეხლა ვიღაცა იტყვის რა ამბავიაო, ღორები არიანო.
ჩემთვის არ არიან.
მიღირს მე ფულის გადახდა იმ ხარისხში და მომსახურებაში, რასაც მანდ ვიღებ.
თუ ფული არ მექნება, არაა პრობლემა, სახლში გავაკეთებინებ ხინკალს ან იაფ სახინკლეში შევჭამ.
მაგრამ ამათ კი არ დავუწყებ გინებას, ღორები არიან, ძვირი რატოა მეთქი...
ხინკლის სახლში და ვარაზში ან HB-ში ერთნაირი ფასები ხო არ იქნება...
მე თუ 2000 ლარიანი სამსაუნგი მაქვს, ეფლს ღორების კანტორა უნდა ვეძახო, 5000 ლარად რა პონტში ყიდიან ტელეფონებს მეთქი?
ან ტოიოტა რო მყავს, მერსედესს ვაგინო, უფრო მეტო ნაკლებად ახალი მანქანა უფრო ძვირი რატო ღირს მეთქი?
ამ შემომეჭამაში აზრზე არა ვარ რა ხელფასს უხდიან პერსონალს.
შეიძლება მაგათაც ღორი მეპატრონე ყავთ და მზარეულებს კაპიკებს უხდის და თვითონ რჩება მთელი მოგება, თავი როგორ დავდო ვინმეზე.
უბრალოდ იმას ვამბობ, რომ რა ხარისხსაც დებენ, მაგ ხარისხისთვის მაგათი ფასი არანაირად არაა გაბერილი.
თქვენც ვერ გაყიდით უფრო იაფად, რო ადგეთ და მსგავსი ბიზნესი წამოიწყოთ.
კარგი ხელფასი რო მისცე თანამშრომელს, კვალიფიკაციის და შრომის შესაბამისი და პროდუქტიც ხარისხიანი გქონეს, ხინკლის სახლის ფასებით რო იმუშაონ, ან არაფერი დარჩებათ ან ზარალზე გავლენ.
This post has been edited by Frankens†ein on 1 May 2021, 22:22
Mens sana in corpore sano...