ჰე იდავეთ ახლა და იყავით... თქვენ თვითონ ვეღარ ერკვევით კრაფტი რაა და კომერციული რაა.

"კრაფტის სულიო" და რაღაცეებს იგონებთ. ჰაჰა...
აი... ჭეშმარიტება.
კრაფტი აპრიორი კარგს არ ნიშნავს.
+ ყველა კრაფტი არის კომერციული სახარში. თუ ფულს არ შოულობ ლუდსაც ვერ ჩამოასხამ. ეს არის 2+2=4
არის დიდი და პატარა კომერციული სახარშები.
შედარებით პატარა არის მაგ. ომნიპოლო, რაშენ რივერი...
შედარებით დიდები და შეიძლება ძალიან დიდები არიან - სტოუნი, ბრიუდოგი, ბალასტ პოინტი და ა.შ.
სანამ ეს ლუდსახარშები ახალ-ახალ პროდუქტებს უშვებენ (კარგს თუ ცუდს მნიშვნელობა არ აქვს) მანამ "კრაფტები" იქნებიან.
(ცალკე არიან ე.წ. "კაპიტალისტი გიგანეტები" და ქართველი "ცეხავიკები")
სუფთა არაკომერციული სახარშები არიან მხოლოდ ტრაპისტები. ზოგი შეიძლება მილიონ ბოთლს ყიდის, მაგრამ ამდენივე მილიონს ქველმოქმედებაში ხარჯავს. ეს მათი წესდებაა.
ტრაპისტები არიან არაკომერციულები, მაგრამ რამდენად "კრაფტები" არიან საკითხავია.
უმეტესობას არ ახასიათებს "კრაფტ" ლუდსახარშის ერთ-ერთი მთავარი თვისება - ახლის ძიება!
ხარშავენ 3-4 ლუდს და ეგაა. ამიტომ მათ კრაფტად ვერ ჩავთვლი მე.
ასევე 1 ოჯახის მფლობელობა კრაფტობას არ ნიშნავს - ეგრე 99% გერმანული ლუდების 1 ოჯახისაა უკვე საუკუნეები.
ყველაზე ცნობილები ლუდსახარშები რომლებიც 100% 1 ოჯახს ეკუთვნის (ანუ არანაირი აქციონერები და რამე-რუმე) :
1. შნაიდერი-200 წ, (ამის კომერციული ლუდები 90% კრაფტ ლუდებს სჯობია)

2. არკობროი - 450 წ,
3. რიგელე - 700 წ,
4. შტორტებეკერი - 800 წ,
5. ბერგი - 550 წ
გერმანიის ტოპ 10 სახარშებიდან 6 არიან privately owned:
1. ოეტინგერი - 6,2 მლნ ჰლ
2. კრომბახერი - 5,5 მლნ ჰლ
3. ბიტბურგერი - 4,2 მლნ ჰლ
5. ვარშტაინერი - 2,7 მლნ ჰლ
7 . პაულანერი - 2,3 მლნ ჰლ. მფლობელები - 50,1% - შტეფან შიონგრუბერი (კაცური კაცი), 49,9% - ჰაინეკენი -

9. ერდინგერი - 1,9 მლნ ჰლ
....
მოკლედ.... კრაფტი, მაფტი მე არ ვიცი... გაუმარჯოს კარგ ლუდს....
პ.ს. გერმანელები ხარშავენ ძალიან კარგ ლუდს! კომერციულადაც და მასიურადაც