thugცომი ამ რეცეპტით კეთდება კარგი
http://ratatui.ge/khinkali-2/მაგრამ ხორცს ჩემებურად ვაკეთებ მერე
50% ღორი, 50% საქონელი,
უნდა აურიო კარგად ერთად
ასევე ფარშს რომ ატარებ იქვე უნდა გაატარო ერთი კონა ოხრახუში (ქალაქური ვარიანტი), და 1-2 ხახვი
დაუმატე პილპილი და მარილი ფარს გემოვნებით (გასინჯე ხოლმე კი არის უმი მაგრამ თუ არ გასინჯავ არ გამოვა კარგი რომ იყოს უმარილო მაგალითად)
მერე აზილო უნდა მაგრად ეს ფარში და დაიწყო წყლის დამატება
წყალს დაამატებ ერთ ჭიქას მერე აურევ კარგად მერე დააცდი 5-10 წუთს და ნახავ რომ სულ შეიწოვს იმ წყალს - კიდევ დაამატე ერთი ჭიქა წყალი და შეურიე
და ასე რომ მთლად წყალწყალა არ გახდეს მაგრამ მთლად მკვრივი მასაც არ უნდა იყოს თორემ მშრალი იქნება ხინკალი
ესაა ჩვენი მცდელობა ძველი თემიდან
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აქ ფარში რომ არის მშრალია ჯერ, ამის მერე კიდევ 1,5 ჭიქა წყალი დაიმატა
აპოხტის ხინკალი სულ სხვა თემაა,
ძალიან სერიოზულია
ჯერ ხორცს ამარილებ კარგად, მერე დებ რამე ჭურჭელში და შემდეგ ცივ ადგილზე დებ 5 დღით
შემდეგ უნდა ამოიღო და ჩამოკიდო რომ გახმეს 3 კვირის განმავლობაში, თუმცა მე დეჰიდრატორით მინდა ვცადო თუ დაჯდება იგივე გემო
მოკლედ რომ გავა 3 კვირა ან მეტი - ძალიან ხმელი უნდა გახდეს ან თითქმის ძალიან ხმელი ხორცი
შემდეგ იჭრება ძლიერი დანით კამათლის ხელა კუბებზე,
უნდა ჩადო ჭურჭელში, დაასხა თბილი წყალი და ჩაალბო - ეს წყალი არ გადაიღვრება - ხინკალში წავა მოგვიანებით ხორცთან ერთად
წყალშივე პილპილი უკეთდება აუცილებლად და არევა უნდა
ასე ლბება ერთი 40 წუთი ეს ხორცი
შემდეგ ცომისგან კეთდება ნორმალურ ხინკალზე პატარა ხინკალი - 1/3 ნორმალურის - როგორც 3 პელმენი ეგეთი ზომის
თითო წინკალში მიდის 4-9 კუბი ხორცი გააჩნია როგორაა დაჭრილი და რა მარილიანობა აქვს, მიყვება კუბებს წყალი რომელშიც ლბებოდა
მნიშვნელოვანია რომ კუბებიდან 20% ან მეტი იყოს ცხიმი - ანუ აპოხტიც ცხიმიანი უნდა იყოს, თორემ მარილიანი გამოვა ხინკალი და უგემური
ამ ხინკალს ნიორწყალით მიირთმევენ (ნუ მე ასე ვიცი მხოლოდ) და ბუნებრივია პილპილით და 100 გრამით

თუ გამომივიდა ერთ 4 კვირაში დავასურათებ
This post has been edited by Kirchi on 4 Jul 2020, 10:18