ამ დღეებში მორიგი გურული კერძი დავამუღამე - ნიგვზიანი ხარჩო. ჯერ იხვისგან გავაკეთე მეზობელთან და ქობულეთელებმაც კი აღიარეს (არადა, მაგათ სხვა კასტად მიაჩნიათ საკუთარი თავი

, მასტერკლასებზეც დამპატიჟეს ქობულეთში და ბათუმში

), გუშინ კი - სახლში ქათმისგან. ესეც კარგია (იმის მიუხედავად, რომ სანელებლებს ვერ ვუშვები ჩემს გემოზე ერთი აზიზი მეზობლის გამო - რემონტზე მეხმარება და ვინდობ, არ ვტოვებ მშიერს

), თუმცა მაგისთვის მაინც იხვია მოგონილი.
მცოდნე ხალხო, ერთი კითხვა მაქვს ელექტროღუმელთან დაკავშირებით: კარტოფილს იკრავს ძალიან და რა შეიძლება იყოს მიზეზი? მაღალი ტემპერატურა ხომ არა? აბა, ცხიმს ნაღდად ბლომად ვუშვები, არ "ვჟოშკავ". ამას წინათ კარტოფილი შევწვი მექსიკურად და ის იმდენად არ მიიკრა, მაგრამ მაინც იყო ალაგ-ალაგ, ამ დილით კო ოჯახური შევწვი და კარტოფილი იმენა ვერ ავფხეკე. 200+გრადუსზე ვწვავ და ან მაღალი ტემპერატურა მგონია მიზეზი, ან - დიდხანს თუ მაქვს ღუმელში. როგორც წესი, მე ერთად რამდენიმე საქმეს ვაკეთებ და ეს რაკიღა გადახურებისას თავისით ითიშება, მშვიდად მივადგები სხვა საქმეს, ამას კი მაშინ მოვბრუნდები, როცა იმას მოვრჩები.

თან, კარტოფილიც გამოხმა (თუმცა სქლად კი იყო დაჭრილი) და - ხორციც გამოშრა. თუმცა, შეიძლება, ეგ ზედა წვამაც უქნა - სადღაც შუა პროცესში ზედა წვაც ჩავურთე და საკმაოდ დიდხანს მოუწია საქმეში ყოფნა.