მარტო მარილით გადამლაშება არა - ყველანაირ ზედმეტ გემოს აბალანსებს. ჩემი პირველი შეხება ამ ნაყენთან ხმელი ქინძის გამო მოხდა - ბაჟეს ვაკეტებდი და ბევრი ჩავყარე (მე ლამის მუჭით ვაყრი სანელებლებს და მერე ვიწყებ გემოების დაბალანსებას

). მოკლედ, ცოტა გაამწარა და მეორე კოვზზე ვიგრძენი, რომ შეანელა ის გემო, მესამეზე კი დადგა თავის გემოზე.
მოკლედ, ლიმონის ნაყენი _sofias_ რეცეპტით
(ოღონდ მე ზღვის მარილის ნაცვლად ჩვეულებრივს ვიყენებ)
"ეს არის სურნელოვანი ლიმონი თევზეულისთვის და სალათებისთვის, ან რასაც ჩათვლი რომ მოუხდება თქვენი ნებაა....ანუ: დაახლოებით 10 ცალ ლიმონს უნდა
ნახ შეკვრა ზღვის მარილი (მე კარფურში ვიყიდე), ტილოზე დავყაროთ 1ს.კ შავი პილპილის მარცვალი, 1ს.კ. ქინძის მარცვალი, 1ს.კ. ცერეცოს მარცვალი და ცოოოტა დარიჩინი.....გადავკეცოთ და საბეგვი ჩაქუჩით ან რაიმეთი, სამჯერ- ოთხჯერ დავარტყათ, ისე რომ მთლად ფქვილის მასა არ მივიღოთ, ანუ მსხვილად უნდა იყოს დახრესილი...
დავაყაროთ მარილს, დავუმატოთ 4-5 ფოთოლი დაფნა, ბეგქონდარი, ესეც იყიდება სუნელებში....ან ცუდ შემთხვევაში ქონდარი 4-5 ღერი, ავურიოთ კარგად მარილში.
ლიმონი გავჭრათ 4-ად, მაგრამ არა ბოლომდე, შემდეგ ამ მარილით კარგად ამოვავსოთ ჭრილებში და ჩავტენოთ ქილაში, დავაფაროთ თავი და დავდგათ სადღაც 2 კვირა...გამოიღებს წვენს და ამ წვენს გამოვიყენებთ ჩვენი სურვილისამებრ..."
პ.ს. ახალ წლებზე ხორცეული ცოტა ბევრი მომივიდა და ძველით ახალი წლის მერე ვცდილობ, დავაბალანსო, ხორცს არ ვაკეთებ შეგნებულად. ბოლო დღეებში ბორში გავაკეთე, გუშინ ჯონჯოლის მწნილი შევასუნელე ნიგვზით ანუ ფხალად გავაკეთე, რამდენჯერმე კი ბავშვობამ მიხმო და უბრალო, მაგრამ გემრიელი საჭმელი გავიხსენე - კვერცხი შევწვი ნიგოზში. ერთხელ - ყველთანაც, მაგრამ ნიგვზიანს სხვა გემო აქვს... ახლა გაწვიმებას ველოდები (სოფელში ვარ, გურიაში და დარიან ამინდს ვერ გავაცდენ საჭმელის საკეთებლად

) და ხმელი ლობიო მინდა გავაკეთო - ჩემებურად, ცხარე და შიშხათიანი.

თან ძაან მაგარი პომიდვრის და კიტრის მწნილები მაქვს.
This post has been edited by tavadze on 27 Jan 2021, 01:48
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".