ახალზელანდიური ბილტონგი
მარტივი გასაკეთებელია
- აარჩიეთ უძვლო სტეიკები, ხარისხიანი, და უანტიბიოტიკო და ასე შემდეგ
- გარეცხეთ და გაამშრალეთ ნაჭრები
- მშრალ ტაფაზე ნელ ცეცხლზე მოხალეთ ქინძის ბურთულები და დაუფქველი შავი პილპილის ბურთულები (ორ-ორი სუფრის კოვზი)
- მსხვილად დაფქვით და გადაურიეთ დაფქულ მარილს ან მსხვილ მარილს
- შეზილეთ ქინძი, პილპილი და მარილი სტეიკებში, დაასხით 4 სუფრის კოვზი ძმარი და შეზილეთ რაც მოძვრება ისევ
- ჩადეთ ისეთ ჭურჭელში რომ ხორცმა სრულად შეავსოს რომ ძმარში და წვენში იდოს
- დააფარეთ ფოლგა და შედეთ მაცივარში
- 24 საათის შემდეგ გადმოაბრუნეთ ყველა ნაჭერი
- კიდევ 24 საათის შემდეგ ალუმინის ან ფოლადის კაუჭებზე ჭამოკიდეთ ისეთ ადგილას სადაც ოდნავ მაინც ჰაერი მოძრაობს მაგალითად ნიჟარის თავზე ფანჯრის გვერდით და ოდნავ გააღეთ ფანჯარა
- 2 დღის შემდეგ ჩადეთ დეჰიდრატორში რომელსაც გამათბობელი ეთიშება და 12 საათი გქონდეთ ვენტილირებულ ყუთში გათიშული გამათბობლით!, თუ ასეთი არ გაქვთ იყოს დაკიდული
- ისევ დაკიდეთ მანამდე სანამ რომ გაჭრით ხოლმე მუქი არ იქნება, ძაან რბილიც არ უნდა იყოს
თუ ნაჭრები სქელია დაჭერით სიგრძეზე რომ 3-4 სმს არ აღემატებოდეს სისქეში
ნაჭრები ისე აარჩიეთ რომ 20-30% ცხიმი ჰქონდეს



This post has been edited by Kirchi on 20 Feb 2021, 09:23