სატაცური
გემრიელი და უმარტივესი
2-3 თავი ხახვი 3-4 შეკვრა სატაცური
1 კონა ქინძი 2-3 ცალი კვერცხი
ხახვს ვჭრით წვრილად და ვშუშავთ ტაფაში ბლომად კარაქში.
სატაცურს ვამტვრევთ ზედა ქორფა ნაწილებს. ქვედას თითქმის ნახევარს ვყრით არ ვარგა ხესავით არის. სანამ ადვილად ტყდება მოკლედ იქამდე ვატეხავთ თავს
2-3 წუთი ადუღებულ წყალში ეს დამტვრეული სატაცური. გადავაქცევთ წყალს.
მერე გადავიტანთ ტაფაზე ხახვთან ერთად სატაცურს და 5 წუთი ვშუშავთ ერთად.
ბოლოს ვაყრით ქინძს წვრილად დაჭრილს და ზევიდან ათქვეფილ 2-3 კვერცხს მოვასხავთ. 2-3 წუთი დავახუროთ ტაფას. მერე გადაურევ კარგად კიდე ერთი 2 წუთი და სულ ეს არის მზად არის სატაცური.
მარილი და პილპილი გემოვნებით ბოლოს. თუმცა მომზადების დროსაც შეგიძლიათ ცოტა მარილი მოაყაროთ ხახვსაც, კვერცხსაც რომ ათქვიფავთ და სატაცურსაც ტაფაზე რომ გადაიტანთ მოხარშულს.





This post has been edited by thug on 20 Dec 2021, 00:55