
სტანდარტული IPA მახასიათებლებია:
1. გაფილტრული (არა hazy), გამჭვირვალე, კრიალა ფერი
2. მაღალი IBU, წიწვოვანი სიმწარე + ციტრუსები
3. მკვეთრად სვიაზე ორიენტირებული. მხოლოდ ერთი სახეობის ალაო - pale ale. სვია ეძლევა ხარშვისას და dry hopping-ისას.
4. მშრალი mouthfeel
5. დიდ-ნალექიანი საფუარი (რომ გაწმინდოს ლუდი)
Hazy IPA არის მოდიფიცირებული IPA
1. გაუფილტრავი (hazy) ფერი
2. IPA-ზე ოდნავ დაბალი IBU. ოღონდ არავითარი წიწვოვანი გემოები. მხოლოდ ციტრუსები + ტროპიკული ხილი
3. hazy ფერი რომ მიიღო რამდენიმე სახეობის ალაო უნდა, მათ შორის ხორბლის ალაო და შვრია. შესაბამისად გემოებში შემოდის ალაოს გემოები და ალაოს სიტკბო IBU-ს აგდებს.
IBU რომ აუწიო ამისთვის საჭიროა მეტი სვია ვიდრე ჩვეულებრივ IPA-ს სჭირდება. სვიის გემოები რომ წამოწიო წინ ბევრი სვია ეძლევა მოხარშვის მერე wheerpoll-ის დროს და dry hopping-ისას.
4. IPA-ს მსგავსი მშრალი mouthfeel
5. ნაკლებად-ნალექიანი საფუარი (რომ არ გაწმინდოს ლუდი)
New England IPA არის ტრადიციული IPA-ს აბსოლუტურად საპირისპირო ლუდი
1. გაუფილტრავი (hazy) ფერი
2. აბსოლუტურად ნოლი - 0 IBU. რაც შეიძლება ტკბილი, როგორც ნატურალური წვენი. ნაკლებად ციტრუსები, ბევრი ტროპიკული და კურკოვანი ხილები. ანანსი, მანგო, passion fruit, ატამი და რავი სხვა...
3. 100% hazy ფერი. რამდენიმე სახეობის ალაო, მათ შორის აუცილებლად ხორბლის ალაო, შვრია, ჭვავიც კი. შესაბამისად გემოებში დომინირებს ალაოს გემოები და ალაოს სიტკბო. ძალიან ტკბილი IPA-აა.
IBU რომ იყოს 0, ამისთვის სვია ხარშვისას საერთოდ არ იხმარება. ძალიან ცოტა რაოდენობით ან ზოგჯერ საერთოდ არ აძლევენ მოხარშვის მერე wheerpoll-ის დროს და მასიურად, N რაოდენობის სვიები ეძლევა dry hopping-ისას.
4. არავითარი მშრალი mouthfeel. პირიქით რბილი, ტკბილი გემოები... silky mouthfeel.
5. ნაკლებად-ნალექიანი საფუარი (რომ არ გაწმინდოს ლუდი) ან სპეციალური NEIPA-ს საფუარები, რომელბიც ამ ხილების გემოებს კიდევ უფრო გამოკვეთავენ.
ერთმა მცოდნე ტიპმა მითხრა რომ მაგარი NEIPA პირველად რო დალევ ეს რა ###ობა, ეს ლუდი არააო - ასე იტყვიო