thugჰოო შეიძლება
თაფლ და მურაბა წასმულ ხორცს ვერ ვიტან
ის არ დამავიწყდება
ერთხელ რაღაც ქანთრი ფესტზე მოვხვდი სადღაც რანჩოში
მშია
ვხედავ შამფურზე ატრიალებენ დიდ ბურვაკს, თან ფუნჯით წვენს უსმევენ
ეგრევე დამახრჩო მგლის ნერწყვმა :დ
ვკითხე რამდენ ხანში იქნება მეთქი, ნახევარ საათშიო
შევუკვეთე, პირველი მე ვიქნები მეთქი, თქვენადეც არიან უკვეო :დ
მოკლედ დავჯექი მაგიდასთან, ამ ღორის მეტს ვეღარაფერს ვხედავ და ველოდები
მომიტანეს როგორც იქნა, ჯერ დაბრაწული კანები, აუ თვალებით უკვე შევჭამე, ისეთი წითელი იყო, ჩვენი ხრაკუნა მეგრული გოჭივით
მარააა
ენა დავაკარე თუ არა, გადმოვაფურთხე
ტკბილი !!! ვაავაა ჩქიმი ცოდვა...
რა ჩააჯვესსს :დ
კიდევ კარგი ხორცამდე არ იყო დასული, ის კიდევ იჭმეოდა...
და ასე რიბსებზეც და სხვა მაგათ ხორცეულზეც, რამდენჯერ მომსვლია
აღარ ვეკარები